შინაარსზე გადასვლა

ღურიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღურიდების სამეფო ტერიტორიული გაფართოების ზენიტში.

ღურიდები — ღურის სულთანთა დინასტია სურის გვარიდან. მდინარეების ჰერირუდისა და ჰილმენდის სათავეებში მათ დააარსეს დამოუკიდებელი სახელმწიფო (1148-1206 წწ.), რომლის ცენტრი იყო მთიანი ოლქი ღური (ახლანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე), დედაქალაქები – ფირუზქუჰი და ღაზნი. ღურიდების სახელმწიფომ ძლიერებას მიაღწია სულთნების ყიას ალ-დინ მუჰამადის (1163-1203 წწ.) და შიჰაბ ალ-დინის (1203-1206 წწ.) დროს. მათ დაიპყრეს ახლანდელი ავღანეთის თითქმის მთელი ტერიტორიები, აგრეთვე სინდი, პენჯაბი, ბენარესი და ინდოეთის სხვა ოლქები და ქალაქები. ღურიდები ხვარაზმშაჰებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და 1206 წელს მათი სახელმწიფო დაიშალა.