ქსავიე დოლანი
ქსავიე დოლანი | |
---|---|
დოლანი 2016 წლის კანის კინოფესტივალზე | |
დაბადების თარიღი |
20 მარტი, 1989 მონრეალი, კანადა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1994-დღემდე |
ქსავიე დოლანი (ფრანგ. Xavier Dolan; დ. 20 მარტი, 1989) — კანადელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, მემონტაჟე და კოსტიუმების დიზაინერი. საერთაშორისო აღიარება მოუტანა სადებიუტო ფილმმა „მე მოვკალი დედაჩემი“, რომლის პრემიერაც 2009 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა.
2009 წლის შემდეგ დოლანმა თავისივე სცენარისტობით რვა სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელთაგან ორის გარდა ყველას პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმის „ტომი ფერმაში“ პრემიერა 2013 წელს ვენეციის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩატარდა, ხოლო ფილმი ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება 2018 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსდგა. 2018 წელს დოლანმა გადაიღო მუსიკალური ვიდეო ადელის სინგლისთვის Hello.
დოლანს თავისი ნამუშევრებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2014 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის „დედა“ მან ჟიურის პრიზი დაიმსახურა, ხოლო 2016 წელს ფილმისთვის „ეს მხოლოდ აღსასრულია“ გრან პრი მოიპოვა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მე მოვკალი დედაჩემი (2009)
- წარმოსახვითი სიყვარული (2010)
- და მაინც ლოურენსი (2012)
- ტომი ფერმაში (2013)
- დედა (2014)
- ეს მხოლოდ აღსასრულია (2016)
- ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება (2018)
- მატიასი და მაქსიმი (2019)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|