ქრისოპოლისის ბრძოლა — ბრძოლა კონსტანტინე I-სა და ლიცინიუსს შორის. გაიმართა 324 წლის 18 სექტემბერს, ქალკედონთან ახლოს, ქრისოპოლისში. ეს ბრძოლა იყო ბოლო დაპირისპირება ორ იმპერატორს შორის. ქრისპოლისის ბრძოლის შედეგად კონსტანტინე I რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.