შინაარსზე გადასვლა

ქონდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქონდარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  ქონდარი
ლათინური სახელი
Satureja

ქონდარი (ლათ. Satureja) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ერთ- და მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქ-ბალახებია.

მისი 30-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა. ქონდარი იზრდება მშრალ და კირქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირას. ბევრი სახეობა ეთეროვან ზეთებს შეიცავს. ბაღის ქონდარი (Satureja hortensis) ველურად ევროპული ნაწილის სამხრეთშია გავრცელებული.

იყენებენ საჭმლის საკაზმად, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ამასთან საქართველოში კულტივირებულია ტყის ქონდარი (Satureja laxiflora), რომელსაც იყენებენ ლიქიორისა და კონიაკის წარმოებაში არომატისათვის. გარეული ქონდარი ანუ ოჭო (Satureja spicigera) და მთის ქონდარი (Satureja montana), რომელსაც დეკორატიულ მცენარედ იყენებენ.