შინაარსზე გადასვლა

ქოლშარიფის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოლშარიფის მეჩეთი

ქოლშარიფის მეჩეთი (თათრ. Qolşärif) — მდებარეობს ყაზანში, თათრეთში და წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს მეჩეთს. თავდაპირველად აშენდა ყაზანის კრემლში XVI საუკუნეში. ისტორიკოსები თვლიან, რომ მეჩეთს თადვაპირველად რვა მინარეთი ჰქონდა. მისი დიზაინი ტრადიციული იყო ვოლგა-ბულგართათვის, თუმცა შეინიშნება ადრეული რენესანსისა და ოსმანთა არქიტექტურის ელემენტებიც. 1552 წელს ყაზანის შტურმით აღებისას იგი რუსებმა დაანგრიეს.

თათარ მკვლევართა მოსაზრებით ქოლშარიფის მეჩეთის ზოგიერთი ელემენტი წმ. ბასილის ტაძარში უნდა იყოს გამოყენებული მოსკოვში (8 მინარეთი და ცენტრალური თაღი არატიპიურია რუსული არქიტექტურისთვის). 1996 წლიდან მეჩეთი აღდგენილ იქნა მის თავდაპირველ ადგილას ყაზანის კრემლში, თუმცა ის აშკარად უფრო თანამედროვე შესახედაობისაა. მეჩეთის ინაუგურაცია 2005 წლის 24 ივლისს მოეწყო, ყაზანის ისტორიის ათასწლეულისთვის მიძღვნილი დღესასწაულის გახსნისას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]