ქაშაყისნაირნი (ლათ.Clupeiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მათი გვერდებიდან შებრტყელებული მოვერცხლისფრო სხეულის სიგრძე 5-6 სმ-იდან 60 სმ-მდე აღწევს, მასა — რამდენიმე გრამიდან 0,5 კგ-მდე. რიგი შეიცავს 15 ქვერიგს, რომლებიც 50-მდე ოჯახს აერთიანებენ (ქაშაყისებრნი, ქაფშიასებრნი, ორაგულისებრნი და სხვა). გავრცელებულია ზღვებში, მომლაშო და მტკნარ წყლებში. ზოგ ქაშაყისნაირს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ქაშაყისნაირთა უმრავლესობა პელაგური თევზებია. იკვებებიან პლანქტონით.