შინაარსზე გადასვლა

ფქვილის ღრაჭუკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფქვილის ღრაჭუკები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Tribolium

ფქვილის ღრაჭუკებიხოჭოები შავტანიანების ოჯახისა. მარცვლეულის გადამუშავების პროდუქტების (ფქვილი, ბურღული და სხვა) საშიში მავნებელია. აქვთ მოყავისფრო-მოგრძო სხეული 11-ნაწევრიანი ულვაში. წინა და შუა ფეხების თითები 5-ნაწევრიანია, უკანა4-ნაწევრიანი. მატლს ცილინდრული ფორმა და კარგად განვითარებული ფეხები აქვს. გავრცელებულია მარცვალსაცავებში, პურის ქარხნებში, მაკარონის, საკონდიტრო ფაბრიკებში, წისქვილებში, ზოგჯერ საცხოვრებელ სახლებშიც. ზიანი მოაქვს ხოჭოსა და მატლს. პროდუქტს ეკარგება საკვები ღირებულება, განსაკუთრებით დიდი მავნებლობით გამოირჩევა ფქვილის დიდი და პატარა, ქინძისთავისებრ ულვაშა, რქიანი ღრაჭუკები და სხვა.