ფრიდონ სულაბერიძე
ფრიდონ სულაბერიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ფოლკლოლურ ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1959 წელს.
1960 წლიდან იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1975 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი.
მაღალი ოსტატობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: „ქართული“, „აჭარული“, „მოხეური“, „ძველი თბილისის სურათები“, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების ოპერაში „ბარბალე“ (1986, პრემიერა, ცეკვები); გასტროლებით შემოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა.
2011 წელს გაიხსნა მისი ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2016 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2001 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1971 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1957 — ვარნის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალი, ლაურეატი (ბულგარეთი)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 440