ფრანს-პრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფრანს-პრესი“
ქვეყანა საფრანგეთი
ვებ–გვერდი: სააგენტო "ფრანს-პრესის" ოფიციალური საიტი
დაფუძნდა 1835

„ფრანს-პრესი“ (ფრანგ. Agence France-Presse ან AFP) — მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო. „როიტერსა“ და „ასოშიეიტედ პრესთან“ ერთად ის შედის მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო სააგენტოთა სამეულში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში. საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მას აქვს 110 ბიურო. სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას (ტექსტური და მულტიმედიური პროდუქტები) ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, პორტუგალიურ, იაპონურ და ჩინურ ენებზე[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტო დაარსდა შარლ ავასის მიერ 1835 წელს სახელწოდებით „სააგენტო ავასი“. თანამედროვე სახელი მას 1944 წლის 20 აგვისტოს დაერქვა, როდესაც ჟურნალისტების ჯგუფმა დაიკავა სააგენტოს შენობა და მსოფლიოს პარიზის გერმანელებისგან გათავისუფლება ამცნო. საფრანგეთის პარლამენტის 1957 წლის კანონით მას მიეცა კერძო თუ სახელმწიფო ინტერესების ზეგავლენისგან თავისუფლების გარანტია. ამ კანონის მიღებით „ფრანს-პრესი“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების მიმწოდებელი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2012-01-27.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2012-01-27.