ფიროსმანი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიროსმანი“ — ორენოვანი, თურქულ-ქართული კვარტალური ჟურნალი. გამოდიოდა 2007–2010 წლებში სტამბოლში. მთავარი რედაქტორი ფარნა-ბექა ჩილაშვილი იყო. ამ ჟურნალს დიდი წვლილი შეჰქონდა თურქეთში საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში. ჟურნალში აისახებოდა სტატიები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ქართული სოფლების, ძეგლებისა და ადგილობრივი ქართველების კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ასევე განიხილბოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალის რედაქტორს ფარნა-ბექა ჩილაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ჟურნალების „მამულისა და „ჩვენებურის“ გამოცემაშიც. რომლნიც ჟურნალ „ფიროსმანთან“ ერთად დიდ როლს თამაშობენ თურქეთში ქართული დიასპორის გაერთიანებაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორენოვანი ჟურნალ „ფიროსმანის“ პრეზენტაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-06-07.