ფილფლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილფლა — პატარა დაუსახლებელი კუნძული მალტიდან 4,5 კმ-ით სამხრეთით, მალტის არქიპელაგის უკიდურესი სამხრეთი წერტილი.[1] ფილფლიდან 101 მეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს პატარა კლდოვანი კუნძული, რომელიც ქვეყნის უკიდურესი სამხრეთი წერტილია. სახელწოდება „ფილფლა“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან felfel, რაც შავ წიწაკას ნიშნავს.[2]

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილფლის ფართობია 3,7282 ჰექტარი. სანაპირო ხაზის სიგრძე 988 მეტრია. ვაკე ზედაპირის მქონე კირქვის პლატო 60 მეტრის სიმაღლის კლდეებითაა გარშემორტყმული. კუნძულზე ზღვის ფრინველების სამი სახეობა ბინადრობს: Hydrobates pelagicus (დაახლოებით 5000–8000 წყვილი), Calonectris borealis (დაახლოებით 200 წყვილი) და Larus michahellis (დაახლოებით 130 წყვილი). BirdLife International-მა კუნძული ფრინველების მნიშვნელოვან ტერიტორიად აღიარა, განსაკუთრებით Hydrobates pelagicus-ის კოლონიის გამო.[3] ასევე გვხვდება ველური პრასი, რომელიც 2 მეტრის სიმაღლის იზრდება. ფილფლაზე მოხვედრა მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებითაა ნებადართული და ამისთვის მალტის ბუნების დაცვისა და დაგეგმარების სააგენტოს თანხმობაა საჭირო.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ, ნეოლითის ხანაში ფილფლა მალტის მკვიდრთათვის წმინდა კუნძულად იყო მიჩნეული. ფილფლის მოპირდაპირე მხარეს, მალტის სანაპიროზე ჰაჯარ-კიმი და მნაიდრაა აშენებული.[4]

ერთადერთი მუდმივი სტრუქტურა კუნძულის გამოქვაბულში 1343 წელს აგებული კაპელა იყო,[5][6] რომელიც 1856 წელს მომხდარმა მიწისძვრამ გაანადგურა, რის შემდეგაც კუნძულის ნაწილიც ჩაიძირა. 1798 წლით დათარიღებული მალტის რუკაზე ფორტი, შუქურა და ფილფლის კაპელაა გამოსახული.[7]

1971 წლამდე სამეფო ფლოტი და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები კუნძულს პრაქტიკული სწავლებისთვის იყენებდნენ.[4] 1980 წელს კუნძული ფრინველთა ნაკრძალად გამოცხადდა. 1988 წელს მიღბული ფილფლის ბუნებრივი ნაკრძალის კანონით, კუნძულთან წვდომა და გამოყენება შეიზღუდა. კუნძულის გარშემო ერთ საზღვაო მილში თევზჭერა აიკრძალა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Topography and Flora of the Satellite islets surrounding the Maltese Archipelago" - Arnold Sciberras, Jeffrey Sciberras, 2010
  2. 2.0 2.1 Morana, Martin (2011) Bejn Kliem u Storja (mt). Malta: Books Distributors Limited. ISBN 978-99957-0137-6.  დაარქივებული 20 October 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. Filfla Islet. Important Bird Areas factsheet. BirdLife International (2013). ციტირების თარიღი: 2013-08-07
  4. 4.0 4.1 4.2 „An island cemetery for bombs on which no one can set foot“. TVM. 6 January 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2016.
  5. Attard, Anton F (2012). „Il-Castrum Terre Gaudisii u l-Origini tal-Matrici tal-Assunta f'Ghawdex“. Festa Santa Marija. Leone Philharmonic Society (9): 70-77.
  6. Cini, George. (4 January 2005) Filfla too had a chapel dedicated to Our Lady. ციტირების თარიღი: 25 February 2020
  7. Dalli, Kim (28 April 2015). 'Napoleon' map gives a tantalising clue to the past“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 29 April 2015.