შინაარსზე გადასვლა

ფანტაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფანტაზია (იტალ. fantasia, ლათ. phantasia-დან, ძვ. ბერძნ. φαντασία-დან — წარმოსახვა) — თავისუფალი ფორმის საკრავიერი პიესა. XVI საუკუნეში გიტარის, ლიუტნისა და კლავიშებიანი საკრავებისათვის იწერებოდა პოლიფორნიური წყობის ფანტაზიები (რიჩერკრუსა და ტოკატის მსგავსი). XVII საუკუნეში ფანტაზიამ განიცადა კონცერტის, სიმფონიის, უვერტიურის, სონატის, რონდოს გავლენა. XVIII საუკუნეში მას ასრულებდნენ როგორც სხვა ნაწარმოების (მაგ., ფუგის, ზოგჯერ სონატის) შესავალს. XIX საუკუნეში ფანტაზია დაუახლოვდა სონატას. ფანტაზია ხშირად იქმნება როგორც სონატური ფორმის თავისუფალი ვარიანტი; სტრუქტურით ზოგჯერ სიმფონიურ პოემას უახლოვდება. ფართოდაა გავრცელებული ფანტაზია, როგორც ოპერის, ბალეტის, ხალხური სიმღერების მელოდიათა თემების გადამუშავებაზე დაფუძნებული ვირტუოზული პიესა.