შინაარსზე გადასვლა

უულვაშოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უულვაშოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ტრაქეიანები
რიგი:  უულვაშოები
ლათინური სახელი
Protura ან Myrientonata

უულვაშოები (ლათ. Protura ან ლათ. Myrientonata) — პირველადუფრთო მწერების (აპტერიგოტების) რიგი. მათი სხეულის სიგრძე 0,5—2 მმ აღწევს. ულვაშები, თვალები და ფრთები არ გააჩნიათ. წინა წყვილი კიდურები, რომლებზეც შეხების ორგანოებია განლაგებული, ულვაშების ფუნქციას ასრულებს. მუცელზე 1 — 4 წყვილი რუდიმენტული ფეხია. ბევრ უულვაშოებს ტრაქეები არ აქვს. ფართოდ არიან გავრცელებული, ბინადრობენ ძირითადად თბილჰავიან რაიონებში. რიგში 200-მდე სახეობაა. ყოფილ სსრკ-ში აღმოჩენილია Eosentomin silvestrii და Nipponentomon.