ურარტელები
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a9/Kartvelian_peoples_untill_the_VI_century_BC-ka.png/438px-Kartvelian_peoples_untill_the_VI_century_BC-ka.png)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Urartu_743-ru.svg/435px-Urartu_743-ru.svg.png)
ურარტელები[1] — ძვ. წ. IX-VI საუკუნეში არსებული ურარტუს სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა. ენის მიხედვით ახლოს დგანან ხურიტებთან (მითანელებთან). ბევრი საერთო აქვთ მათ ღვთაებათა პანთეონშიც (ტავროსის ღვთაება თეიშება - ხურიტული თეშუბი, მისი „მეუღლე“ ქალღმერთი ხუბა - ხურიტული ხეფა, მზის ღმერთი შივინი - ხურიტული შიმიგი და სხვა). ბევრი მკვლევარი ენით ურარტელებს კავკასიელ ხალხებს უკავშირებს (ქართველები, ვეინახები). ურარტელების უძველესი კერა, მათი პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცხოვრების ცენტრი ადრინდელ ხანაში ვანის ტბის სამხრეთ-აღმსავლეთით უნდა ყოფილიყო. ურარტუს სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ურარტელები მალე გაითქვიფნენ სომხურ მოსახლეობაში, აგრეთვე ქართველურ ტომებში, რამდენადაც შეიძლება ვიმსჯელოთ ძველი ქართული სიმღერების მისამღერებში შემონახული ცალკეული ურარტული სიტყვებისა და გამოთქმების მიხედვით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 168-169.
- ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, გვ., 407-438, თბ., 1971
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ურარტელები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.