უნგრელთა მიერ დუნაის აუზის დაპყრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთი ევროპის რუკა უნგრელთა გადასახლების დასაწყისში; დაახლოებით 850 წ.

უნგრელთა მიერ დუნაის აუზის დაპყრობა — კომპლექსური ტერმინი, რომლითაც მოიხსენიება IX საუკუნის შუა წლებიდან 996 წლამდე პერიოდი უნგრეთის ისტორიაში. ამ დროს მადიართა ტომების კონფედერაცია არპადისა და კურსანის თაოსნობით ჩრდილოეთი შავი ზღვისპირეთიდან პანონიაში გადასახლდა. ხსენებული პერიოდი სახელდებულია რამდენიმე ტერმინით: უნგრული მონაპოვარი, უნგრული დაპყრობა, სამშობლოს მოპოვება, ხოლო თავად უნგრულად ამ მოვლენას ჰონფოგლალასი ეწოდება.

ისტორიული მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადიართა მოსვლამდე შუა საუკუნეების სამი მძლავრი სამბრძანებლო — ბულგარეთის პირველი იმპერია, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო და დიდი მორავია — ეცილებოდა ერთმანეთს დუნაიდან კარპატებამდე ტერიტორიას. მათ უნგრელი ცხენოსნები ჯარისკაცებად ჰყავდათ დაქირავებული. ამდენად, პონტო-კასპიის სტეპებზე მცხოვრები მადიარებისთვის მათი ახალი სამშობლოს ტერიტორია კარგად ნაცნობიც კი აღმოჩნდა გადასახლებისას.

უნგრული დაპყრობა ხალხთა მცირე ან დაგვიანებული გადასახლების კონტექსტით განიხილება. თანამედროვეთა ცნობით, უნგრელებს დასავლეთის გზაზე 894 და 895 წლებში გაერთიანებულ პაჭანიკებთან და ბულგარებთან მოუწიათ შეტაკებების გადატანა კარპატების გადაკვეთისას. უკვე 900 წელს მადიარებს ჯერ აღმოსავლეთი დუნაისპირეთის დაბლობებზე დაუმყარებიათ კონტროლი, შემდეგ კი პანონიაზე (მდინარის დასავლეთით მდებარე რეგიონი) განუხორციელებიათ შეტევა. მათ მორავიაში არსებული შიდაარეულობები გამოუყენებიათ და 902 და 906 წლებში დაულაშქრავთ ეს ქვეყანა.

X-XI საუკუნეთა მიჯნახე ხდება მომთაბარე ცხოვრებიდან მიწათმოქმედებაზე საბოლოო გადასვლა და უკვე 1000-იანი წწ. დამდეგს ყალიბდება უნგრეთის სამეფო. ამავე დროს იღებენ მადიარები ქრისტიანობას, კონკრეტულად კი, კათოლიციზმს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]