უკანტბა
უკანტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°20′56″ ჩ. გ. 44°48′15″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 44.80417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2334 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
უკანტბა — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე. სიმაღლე 2334 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. დამახასიათებელია სუბალპური ტყე-მდელოს ლანდშაფტი. მდინარე ფშავის არაგვის ხეობას აკავშირებს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობასთან საცალფეხო გზით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 120.