უთრუთიან-საამიანი
იერსახე
უთრუთიან-საამიანი — ძველი ქართული მწერლობის თარგმნილი ძეგლი, ფირდოუსის „შაჰნამეს“ ქართული ვერსიების ციკლის ერთ-ერთი თხზულება. ცნობილია „უთრუთიან-საამიანი“ როგორც პროზაული, ისე პოეტური ვერსიები. პროზაული თარგმანი შესრულებული უნდა იყოს XVI საუკუნეში. ტექსტი ძირითადად „შაჰნამეს“ მისდევს, თუმცა გვხვდება ფირდოუსის თხზულებისათვის უცნობი ეპიზოდებიც. ჩანაწერების ერთ წყაროდ ასადის „გერშასფნამე“ (XI საუკუნე) ივარაუდება. პროზაული ვერსია 1634—1657 წლებში გაულექსავს ვარძიმ ვაჩნაძეს. პროზაული და პოეტური ვერსიების პირველი ნაწილი გამოაქვეყნა დ. კობიძემ 1975 წელს, პოეტური ვერსიის მეორე ნაწილი — ი. აბულაძემ 1916 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940
- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 116.