ტუნისის პოლიტიკური სისტემა
ტუნისის პოლიტიკა ტარდება უნიტარულ, ნახევრად საპრეზიდენტო-წარმომადგენლობითი, დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში,[1] რა დროსაც, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის ხელმძღვანელი, ერთპალატიანი საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა მოქცეულია საფრანგეთის სამოქალაქო სამართლის გავლენის ქვეშ. 1956-2011 წლებს შორის, ტუნისი იყო დე ფაქტო ერთპარტიული სახელმწიფო, რომლის პოლიტიკაში დომინირებდა სეკულარული კონსტიტუციური დემოკრატიული რალი (RCD), ყოფილი პრეზიდენტის ჰაბიბ ბურგიბას და შემდეგ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის ხელმძღვანელობით. თუმცა, 2011 წელს ეროვნული აჯანყებამ, გამოიწვია პრეზიდენტის გადადგომა და RCD გაუქმება, სამაგიეროდ გაჩნდა მრავალპარტიული დემოკრატია. 2014 წლის ოქტომბერში, ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, რის შედეგადაც მოიგო სეკულარულმა Nidaa Tounes პარტიამ, რომელიც 217 წევრიან ასამბლეაში 85 ადგილი დაიკავა.[2]
ტუნისი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, არაბული ქვეყნების ლიგის და აფრიკის კავშირის წევრია. ტუნისს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და ავროკავშირთან, რომელთანაც ხელი აქვს მოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებას 1995 წელს.[3] ტუნისმა ხელსაყრელი ურთიერთობები დაამყარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რამდენიმეწლიანი წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის ხარჯზე, კერძო სექტორსა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.[4]
მთავრობის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნისი ხასიათდება წარმომადგენლობითი დემოკრატიით, სადაც აღმასრულებელი პრეზიდენტია, აგრეთვე საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებიც. სამხედრო სისტემა ნეიტრალურია და არ თამაშობს არც ერთი როლს ეროვნულ პოლიტიკაში.
აღმასრულებელი ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნისში, პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. იგი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღსრულების პოლიტიკაში. რეგიონალური გამგებლები და ადგილობრივი ადმინისტრატორები, ასევე ინიშნებიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ. მერები და ადგილობრივი საბჭოები ირჩევენ არჩევნების გზით.
საკანონმდებლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნისის საკანონმდებლო ორგანოა ხალხის წარმომადგენლობითი ასამბლეა, რომელიც შედგება 217 წევრისგან. პირველი არჩევნები ასამბლეაში მოხდა 2014 წლის 26 ოქტომბერს.
2011 წლის რევოლუციამდე პარლამენტი ორპალატიანი იყო. ორპალატიანი პარლამენტის ქვედა პალატა იყო ტუნისის დეპუტატთა პალატა (Majlis al-Nuwaab), სადაც 214 ადგილი იყო. წევრები აირჩიოდნენ საერთო არჩევნების გზით, ხუთი წლის ვადით. მინიმუმ 25% ადგილების დეპუტატთა სახლის იყო განკუთვნილი ოპოზიციისთვის. 27% მეტი დეპუტატთა პალატის წევრების ქალები შეადგენდნენ. ქვედა პალატა თამაშობდა მზარდ როლს, როგორც ადგილი დებატებისთვის ეროვნულ პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ იგი შედგებოდა ექვსი ოპოზიციური პარტიისგან. ოპოზიციის წევრები ხშირად ხმას აძლევდნენ კანონპროექტების წინააღმდეგ ან თავს იკავებდნენ.[5]
ზედა პალატა იყო მრჩეველთა პალატა, რომელიც დაკომპლექტებული იყო 112 წევრით, მათ შორის გუბერნატორებითაც (პროვინცია), პროფესიული ორგანიზაციებით და ეროვნული მოღვაწეებით. 41 წევრი ინიშნებოდა პრეზიდენტის მიერ, ხოლო დანარჩენი აირჩეოდა ქვედა პალატის წევრების მიერ. დაახლოებით მრჩეველთა პალატის წევრების 15% ქალები იყვნენ.[6]
სასამართლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნისის სამართლებრივი სისტემა ეფუძნება საფრანგეთის სამოქალაქო სამართლის სისტემაზე და ისლამური კანონზე[1]; ზოგიერთი სასამართლო განხილვა საკანონმდებლო აქტების მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს ერთობლივ სხდომაზე. სასამართლო დამოუკიდებელია, თუმცა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობს სახელმწიფოს მეთაური ანუ პრეზიდენტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Choudhry, Sujit; Stacey, Richard (2014) "Semi-presidential government in Tunisia and Egypt" დაარქივებული 2016-02-02 საიტზე Wayback Machine. . International Institute for Democracy and Electoral Assistance. Retrieved 7 January 2016.
- ↑ "Secularist Nidaa Tounes party wins Tunisia election" BBC, 2014
- ↑ European Union Association Agreement, Ministry of Development and International Cooperation, 2009.
- ↑ "Tunisian Partnership with Europe" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Defense Technical Information Center, 2004
- ↑ The Council of Deputies დაარქივებული 2010-07-09 საიტზე Wayback Machine. , Republic of Tunisia.
- ↑ Chamber of Advisers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-03. ციტირების თარიღი: 2021-07-20.