შინაარსზე გადასვლა

ტრირის უმაღლესი სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრირის უმაღლესი სკოლა
დაფუძნდა 1996
ტიპი ფახჰოხშულე, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება და საჯარო უნივერსიტეტი
სტუდენტი 7 321, 7 357 და 6 951[1]
პროვინცია რაინლანდ-პფალცის დროშა რაინლანდ-პფალცი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
კავშირები Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , German Rectors' Conference[3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] და Informationsdienst Wissenschaft[5]
ტრირის უმაღლესი სკოლა — გერმანია
ტრირის უმაღლესი სკოლა
https://www.hochschule-trier.de/

ტრირის უმაღლეს სკოლაში 2006 წლის მონაცემებით 6 100 სტუდენტი სწავლობდა, ამ მონაცემთავე მიხედვით არსებული სასწავლებელი წარმოადგენდა ყველაზე დიდ სპეციალურ უმაღლეს სასწავლებელს, არა მარტო რაინლანდ–პფალცის მხარეში, არამედ დასაველთ გერმანიაშიც.

ტრირის უმაღლესი სკოლის სასწავლო კორპუსები განლაგებულია არა მარტო ქალაქში (— შნაიდერჰოფის მთავარი კამპუსი), მაგრამ ასევე ქალაქის მახლობლადაც — ეკოლოგთა კამპუსი ბირკენფელდში და ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების დიზაინერთა კამპუსი იდარ-ობერშტაინში.

ტრირის სპეციალური უმაღლესი სკოლა დაარსდა ქალაქის ორი სასწავლო დაწესებულების საავტომშენებლო და საბინათმშენებლო საინჟინრო და სახელობო სკოლების ბაზაზე და 1970 წელს რაინლანდ-პფალცის სპეციალური უმაღლესი სკოლის განყოფილებებად გაფორმდა. 1996 წლიდან ტრირის ეს უმაღლესი სასწავლებელი იურიდიულად დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

სასწავლო განყოფილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრირის უმაღლესი სკოლა საორგანიზაციო ნიშნით 7 სასწავლო განყოფილებად დაიყოფა, რომელთაგან ერთი ბირკენფელდში, ხოლო მეორე იდარ-ობერშტაინში მდებარეობს; ბირკენფელდში შეისწავლიან ეკოლოგიას, ხოლო იდარ-ობერშტაინში ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მინერალური ქვების სასამკაულო დამუშავებას.

ტრირის სპეციალურ უმაღლეს სკოლაში შემდეგი სასწავლო განყოფილებები ფუნქციონირებს:

1. სასწავლო განყოფილება — ბინათმშენებლობა, სასურსათო ტექნიკა-დანადგარები, სამომსახურებო ტექნიკა-დანადგარები. 2. გაფორმებითი ხელოვნების სასწავლო განყოფილება — არქიტექტურა და ძეგლების მოვლა. 3. სასწავლო განყოფილება — შიდა არქიტექტურა, მედიათშორისი დიზაინი, კომუნიკაციის დიზაინი, ძვირფასი ქვებისა და სამკაულების დიზაინი (იდარ-ობერშტიანი). 4. ინფორმატიკის სასწავლო განყოფილება. 5. ტექნიკის სასწავლო განყოფილება — ელექტრონიკის, მანქანათმშენებლობის, საავტომობილო ტექნიკა და სამეურნეო საინჟინრო საქმე. 6. გარემოს დაცვის სასწავლო განყოფილება — გარემოს დაცვის ეკონომია, გარემოს დაცვის სამართალი (იდარ-ობერშტაინი) 7. ეკონომიკის სასწავლო განყოფილება — საწარმოო ეკონომიკა, ეკონომიკის ინფორმატიკა, საერთაშორისო ბიზნესი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.hochschule-trier.de/hochschule/hochschulportraet/zahlen-und-fakten/page
  2. https://www.dfn.de/verein/mv/mitglieder/
  3. https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/fachhochschulen/
  4. https://eua.eu/about/member-directory.html
  5. https://idw-online.de/de/institution293