ტრიბონიანე
იერსახე
ტრიბონიანე (დ. დაახლ. 500 — გ. 547) — ბიზანტიელი იურისტი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რომის სამართლის კოდიფიკაციისა და სისტემატიზაციის პროცესში.
იმპერატორ იუსტინიანე პირველის განკარგულებით ტრიბონიანე იყო იმ საკანონმდებლო (საკოდიფიკაციო) კომისიის ერთ-ერთი წევრი, ხოლო მოგვიანებით მისი თავმჯდომარე, რომლის მიერაც შედგენილი იქნა სამი დიდი კრებული: ინსტიტუციები, დიგესტები, ანუ პანდექტები და იუსტინიანეს კოდექსი, რომელიც წარმოადგენს სამართლის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძეგლის Corpus Juris Civilis ნაწილს. თითოეულმა ამ კრებულმა კანონის ძალა მიიღო. იმპერატორმა კი აკრძალა მათი კომენტირება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47.