შინაარსზე გადასვლა

ტიტანიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტიტანიკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტიტანიკი
ტიტანიკი, გადაღებულია 1912 წლის 10 აპრილს
მფლობელი: White Star Line
პორტი: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დროშა ლივერპულის პორტი
მარშრუტი: საუთჰემპტონინიუ-იორკი
მშე­ნე­ბე­ლი: Harland and Wolff, ბელფასტი
ჩაეშვა: 31 მარტი, 1909
პირველი გაცურვა: 10 აპრილი, 1912
ბედი: 1912 წლის 14 აპრილს, გემის დროით 11:40 წთ-ზე გემი აისბერგს შეეჯახა და 2 სთ-სა და 40 წთ-ს შემდეგ ჩაიძირა.
სტატუსი: ჩაძირული
მთავარი მახასიათებლები
კლასი/ტიპი:„ოლიმპიკის“ კლასის სამგზავრო ხომალდი
წყალწყვა:52 310 ტ
სიგრძე:269,1 მ
სიგანე:28,19 მ
სიმაღლე:18,5 მ
სიმძლავრე:55 ცხ.ძ.
გემის ძრავი:ორი სამცილიდრიანი ორთქლის ძრავი
სიჩქარე:23 კვანძი
ტევადობა:2439
ეკიპაჟი:899

ტიტანიკი (RMS Titanic, SS Titanic) — ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა.[1] გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Titanic დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine. . Chris' Cunard Page.