შინაარსზე გადასვლა

ტაიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაიები

ტაიებიტაი ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ჯგუფი. ცხოვრობენ სამხრეთ ჩინეთში, ინდოჩინეთის ქვეყნებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. საერთო რაოდენობა დაახლოებით 60 მილიონი კაცი (1978 წლის შეფასებით). ტაიების ჯგუფში შედიან ქონ-ტაიები (სიამელები), ლაო, ჯუანები, შანი, ბუი, ლი; უფრო მცირერიცხოვანი ხალხები სახლობენ ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ტაილანდსა და ბირმაში, აგრეთვე ლაოსში, გაერთიანებული არიან სახელწოდებით „მთიელი ტაიები“.