შინაარსზე გადასვლა

სუბდუქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუბდუქციის დიაგრამა

სუბდუქცია (ლათ. sub — ქვეშ და ductio — შეყვანა) — გეოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ოკეანური ლითოსფერო დედამიწის მანტიაშია რეციკლირებული კონვერგენტულ საზღვრებზე. როდესაც ტექტონიკური ფილის ოკეანური ლითოსფერო კრებადია მეორე ფილის ნაკლებად მკვრივ ლითოსფეროსთან, უფრო მძიმე ფილა იძირება მეორე ფილასა და მანტიაში. არე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს ცნობილია სუბდუქციის ზონის, ხოლო მისი ზედაპირული გაშიშვლება თაღოვან-ღარიანი კომპლექსის სახელწოდებით. სუბდუქციის პროცესმა წარმოქმნა დედამიწის კონტინენტური ქერქის დიდი ნაწილი. ტიპურად, სუბდუქციის სიჩქარე წელიწადში სანტიმეტრებით განისაზღვრება, ხოლო კონვერგენციის საშუალო სიჩქარე ფილის საზღვრების გასწვრივ, წელიწადში დაახლოებით ორიდან რვა სანტიმეტრამდე.[1] სუბდუქცია შესაძლებელია თუ ცივი ოკეანური ლითოსფერო ოდნავ უფრო მჭიდროა, ვიდრე ქვეფენილი ასთენოსფერო, როგორც ზემო მანტიაში არსებული ცხელი, ბლანტი შრე, გაწოლილი ცივი და მტკიცე ლითოსფეროს ქვეშ. სლები მანტიაში დიდწილად მისი წონის ქვეშ იძირება.[2] მიწისძვრები, ჩვეულებრივ, სუბდუქციის ზონის გასწვრივ ხდება, სუბდუქციური ფილიდან გამოყოფილი ფლუიდები გადაფარებულ ფილაში ვულკანიზმის მამოძრავებელია. თუკი სუბდუქციური ფილა იძირება მცირე კუთხის ქვეშ, გადაფარებული ფილა ანვითარებს დეფორმაციის სარტყელს, რომელსაც ახასიათებს ქერქული შესქელება, მთათაწარმოშობა და მეტამორფიზმი. მკვეთრი კუთხის ქვეშ სუბდუქციის დროს მიმდინარეობს რკალსიქითა აუზების ჩამოყალიბება.[2]

  1. Defant, M. J. (1998). Voyage of Discovery: From the Big Bang to the Ice Age. Mancorp, გვ. 325. ISBN 978-0-931541-61-2. 
  2. 2.0 2.1 Stern, Robert J. (2002), "Subduction zones", Reviews of Geophysics 40 (4): 1012,