სტირაქსისებრნი
იერსახე
სტირაქსისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Styracaceae | ||||||||||||||
|
სტირაქსისებრნი (Styracaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები და ბუჩქებია. მათი ფოთლები, ისევე როგორც სხვა ნაწილები, ხშირად დაფარულია ვარსკვლავისებრი ან ქერქლისებრი ბეწვებით. ყვავილები ორსქესიანი და 4-5-წევრიანია. ნაყოფი კოლოფია.
ოჯახში თავმოყრილია 12 გვარის 150-მდე სახეობა, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია აზიის და ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მხოლოდ 1 გვარია ტროპიკულ აფრიკაში და 1 სახეობა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში.
სტირაქსის (Styrax) გვარის ბევრი სახეობიდან (Styrax benzoin, Styrax tonkinensis და სხვა ), მიიღება არომატული ფისი (ბენზოინის ფისი), რომელსაც იყენებენ მედიცინასა და პარფიუმერიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 570-571.