შინაარსზე გადასვლა

სტამინოდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლილიის სტამინოდიუმი

სტამინოდიუმი (ლათ. stamen, ნათ. ბრ. staminis — ძაფი და ბერძნ. eidos — სახე, სახეობა) — ყვავილის სახეცვლილი მტვრიანა, რომელსაც არ აქვს მტვრის მარცვლების წარმოქმნის უნარი. სტამინოდიუმი ჩვეულებრივ ძაფის, ქერცლის, ბორცვის სახისაა და ან არავითარი ფუნქცია არ აქვს, ან გადაქცეულია გვირგვინის ფურცლის მსგავს წარმონაქმნებად (მაგალითად კანასებრთა ოჯახის სახეობები), ანდა სანექტრეებად (მაგალითად ზოგიერთი ბაიასებრნი).