სტამბოლის ტერაქტი (მარტი, 2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტამბოლის ტერაქტი (მარტი, 2016)
Mart 2016 İstanbul saldırısı

დემირორენის სავაჭრო ცენტრი თავისუფლების გამზირზე, სადაც მოხდა ტერაქტი
მდებარეობა თავისუფლების გამზირი, ბეიოღლუ, სტამბოლი
თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°02′06″ ჩ. გ. 28°58′52″ ა. გ. / 41.03500° ჩ. გ. 28.98111° ა. გ. / 41.03500; 28.98111
თარიღი 19 მარტი, 2016
10:55 (UTC+02:00)
სამიზნე სამოქალაქო პირები
თავდასხმის ტიპი
თვითმკვლელი ტერორისტი
იარაღი ბომბი
დაღუპულები 5+ (მათ შორის ჩამდენიც)
არასასიკვდილო დაზიანებები
36
ორგანიზატორები ისლამური სახელმწიფო[1][2]
თავდამსხმელები სავაშ ილდიზი (ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი)[3][4]
მეჰმეთ ოზთურქი (ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი)[3]

სტამბოლის მარტის ტერაქტი 2016 (თურქ. Mart 2016 İstanbul saldırısı) — 19 მარტს 2016 წელს, 10:55 საათზე, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ჩადენილი ტერაქტი ბეიოღლუს რაიონის გამგეობის წინ, სტამბოლში, თურქეთი. მდებარეობს ბალოს ქუჩის და თავისუფლების გამზირის გადაკვეთაზე,[5] ცენტრალურ სავაჭრო ქუჩაზე,[6] ტერაქტის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა,[7] მათ შორის დამნაშავეც. 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდის მდგომარეობა მძიმეა.[5][6] დაშავებულებს შორის 12 უცხოელი ტურისტია.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ტერაქტი იყო მეოთხე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ჩადენილი თურქეთში 2016 წელს,[8] სადაც ბოლო ტერაქტი მოხდა ექვსი დღის წინ ანკარაში, რომლის დროსაც 37 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი თავისთავზე აიღო ქურთისტანის თავისუფლების მიმინოები (TAK).[9] ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ანკარაში გამოსცა ტერორიზმის გაფრთხილება თავისი მოქალაქეებისთვის ერთი დღით ადრე ტერაქტამდე სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ადანაში. გერმანიის საელჩომ ასევე გასცა უსაფრთხოების გაფრთხილება თავისი მოქალაქეებისთვის სამი დღით ადრე ტერაქტამდე. პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ მიაჩნია გაფრთხილება, როგორც "ნორმალური" მოვლენა.[10] გერმანიამ დახურა თავისი საკონსულო თავისუფლების გამზირზე ხუთშაბათს და პარასკევს, როგორც უსაფრთხოების ღონისძიება.[11]

BBC-ის ინფორმაციით სტამბოლის მაცხოვრებლები ამ ტერაქტამდე უკვე იყვნენ ფხიზლად ანკარის ტერაქტის გამო, რომლებიც აგრეთვე ფრთხილები იყვნენ გარეთ.[11] ტერაქტის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ მიიღო მძიმე კრიტიკა სოციალური მედიით, უსაფრთხოებაში დეფექტების გამო.[10]

ტერაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფლების გამზირი, სადაც მოხდა ტერაქტი, არის სავაჭრო არეა, რომელიც პოპულარულია ტურისტებს შორის და ითვლება ყველაზე დატვირთულ გამზირად თურქეთში.[6][12] თუმცა ტერაქტი მოხდა იმ დროს, როდესაც გამზირი შედარებით მშვიდი და დაცლილი იყო.[7] აფეთქების ადგილი იყო რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც პოლიციის ავტობუსები ჩვეულებრივ გაჩერებულია.[8] თვითმხილველის თქმით, ტერორისტმა ააფეთქა ბომბი იმ დროს, როდესაც გვერდით ტურისტების ჯგუფი გადიოდა.[5] ასობით ადამიანი გაიქცა თავდასხმის ადგილიდან პანიკით აფეთქების შემდეგ.[13] ლურსმნების და პატარა ლითონების ნაწილაკები ეყარა თავდასხმის ადგილას, რაც მიუთითებს, რომ კასეტური ბომბი იქნა გამოყენებული.[14] აფეთქების შემდეგ, გამზირი დაიხურა საზოგადოებისათვის.[12] "CNN Turk"-ის რეპორტიორის ტერაქტის ადგილზე თქმით, მისი გზა იყო ფაქტობრივად სამიზნე თვითმკვლელი თავდამსხმელისთვის, როდესაც ბომბი აფეთქდა რესტორანის წინ.[15]

გაზეთ "Hürriyet"-ის თქმით, სამი მსხვერპლი იყო ისრაელიდან და ერთი ირანიდან.[5] ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც გარდაიცვალა აფეთქების შედეფად იყო ბავშვი. ასევე დაშავებულებიდან ორი ბავშვია.[14]

მსხვერპლები ეროვნების მიხედვით:

ეროვნება გარდაცვლილი დაიჭრა ჯამში სქოლიო.
თურქეთის დროშა თურქეთი 0 24 24 [16]
ისრაელის დროშა ისრაელი 3 6 9 [5][16]
ისლანდიის დროშა ისლანდია 0 1 1 [16]
გერმანიის დროშა გერმანია 0 1 1 [16]
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 0 1 1 [16]
ირანის დროშა ირანი 1 1 2 [5][16]
ირლანდიის დროშა ირლანდია 0 2 2 [16]
ჯამში 4 36 40

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • RTÜK-მა, თურქეთის საბჭომ, რომელიც არეგულირებს რადიო და ტელე არხებს, გასცა აკრძალვა ჩვენებაზე იმის, რაც მოიცავს აფეთქების ასპექტებს.[17]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირანის დროშა ირანი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა, დაგმო ტერაქტი და მას „არაჰუმანური“ უწოდა.[18]
  • პაკისტანის დროშა პაკისტანი: პაკისტანმა მკაცრად დაგმო სტამბოლის ტერაქტი, რომლის დროსაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა მრავალი ადამიანი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „პაკისტანი გმობს ამ ტერორისტულ აქტს ძლიერ და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოლიტიკას ტერორიზმის ყველა ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ“.[19]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „İstiklal Caddesi'ndeki canlı bomba kim?“. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  2. „İşte İstanbul'u kana bulayan o terörist!“. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  3. 3.0 3.1 'Canlı bomba' şüphelileri için DNA örneği alındı“. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  4. „İddia doğruysa, İstiklal'deki canlı bombanın yeşil kartı bile var!“. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 SON DAKİKA: İstanbul İstiklal Caddesi'nde patlama meydana geldi. Hürriyet. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 İstiklal Caddesi'nde canlı bomba saldırısı; 5 kişi öldü, 3'ü ağır 36 yaralı var!. T24. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  7. 7.0 7.1 Istanbul explosion: At least five dead as tourist shopping area Istiklal Street hit by suicide bombing in Turkey. The Independent. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  8. 8.0 8.1 Five killed, 36 wounded in suicide bombing in central Istanbul. Reuters. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  9. Istanbul Suicide Bomb Kills 5, Injures Dozens of Tourists
  10. 10.0 10.1 Herkes patlama olacağını biliyordu, önlenemedi. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  11. 11.0 11.1 Istanbul shopping area hit by suicide bomber. BBC. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  12. 12.0 12.1 İstiklal Caddesi'nde canlı bomba saldırısı: 5 ölü, 7'si ağır 36 yaralı. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  13. Istanbul bombing: At least five killed in Turkish city. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  14. 14.0 14.1 Taksim'de canlı bomba saldırısı!. Posta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  15. LOCAL - Five killed, at least 20 injured in suicide attack in central Istanbul. ციტირების თარიღი: 2016-03-19
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 „Attack on Istiklal Avenue, 5 dead, 36 wounded“. Sendika10. 19 March 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 19 მარტი 2016.
  17. Board orders broadcast ban after Istanbul suicide blast. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  18. Iran FM condemns 'inhumane' bomb blast in Turkey's Istanbul. PressTV. ციტირების თარიღი: 19 March 2016.
  19. Pakistan condemns Turkey blasts. ციტირების თარიღი: 2016-03-19