ჟუან მანუელ პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუან მანუელ პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის პრინცი
დაიბადა 3 ივნისი, 1537
ევორა, პორტუგალია
გარდაიცვალა 2 იანვარი, 1554, (16 წლის)
ლისაბონი, პორტუგალია
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) ხუანა ავსტრიელი
შვილ(ებ)ი სებასტიან I, პორტუგალიის მეფე
მამა ჟუან III, პორტუგალიის მეფე
დედა ეკატერინე ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ჟუან მანუელ პორტუგალიელი (პორტ. João Manuel de Portugal; დ. 3 ივნისი, 1537 — გ. 2 იანვარი, 1554) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან III-ისა და დედოფალ ეკატერინე ავსტრიელის ვაჟი. პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე. პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუან მანუელი დაიბადა 1537 წლის 3 ივნისს ევორას სასახლეში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე ავსტრიელის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. ამის გამო, იგი დაბადებიდანვე პორტუგალიის ტახტის პირველი მემკვიდრე იყო. მართალია მისი ძმებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვილობაშივე დაიღუპნენ ჟუან მანუელი ბავშვობაში ჯანმრთელი იყო, მაგრამ გარდატეხის ასაკში შესვლასთან ერთად ავადმყოფობები დაეწყო. 1552 წელს იგი დააქორწინეს მის მამიდაშვილ ხუანა ავსტრიელზე, რომელიც იყო ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ნაბოლარა ასული.

ჟუან მანუელი გარდაიცვალა 1554 წლის 2 იანვარს, 16 წლის ასაკში, ტუბერკულოზით. ამ დროს, მისი ახალგაზრდა ცოლი უკვე ორსული იყო. 1554 წლის 20 იანვარს ხუანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც სებასტიანი დაარქვეს. იგი პორტუგალიის მომავალი მეფე იყო, თუმცა ხუანამ მალევე დატოვა პორტუგალია და მშობლიურ ესპანეთში გადასახლდა. მართალია იგი მეორედ აღარ გათხოვილა, მაგრამ შვილი აღარასდროს უნახავს. პატარა სებასტიანის აღზრდა ჟუან მანუელის დედამ, დედოფალმა ეკატერინე ავსტრიელმა იკისრა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. pp. 139, 279. Retrieved 17 September 2018.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Emanuel I." . Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Liss, Peggy K. (10 November 2015). Isabel the Queen: Life and Times. University of Pennsylvania Press. p. 11. ISBN 9780812293203.