მარტორქისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტორქისებრნი

თეთრი მარტორქა თბილისის ზოოპარკში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  მარტორქისებრნი
ლათინური სახელი
Rhinocerotidae (J. E. Gray, 1821)

მარტორქისებრნი (ლათ. Rhinocerotidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2,5-4 მ, სიმაღლე — 1-2 მ, მასა — 3 ტ (და მეტსად) აღწევს, აქვთ სქელი კანი, ცხვირზე 1 ან 2 რქა, მოკლე კისერი, მოკლე და სამთითიანი ფეხები. ფერად მუქი რუხია. მხედველობა სუსტი აქვთ, სმენა და ყნოსვა — კარგი. მოკლე მანძილზე გარბიან 40-45 კმ/სთ სისწრაფით. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა 17-18 თვემდე გრძელდება. შობენ თითო ნაშიერს, რომლის მასა 20-25 კგ. ცოცხლობენ 70 წლამდე. ზოგან მარტორქისებრთა ხორცს ჭამენ. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მარტორქისებრნის რაოდენობა ყველგან შემცირებულია და მათ იცავენ. ცნობილია 5 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია ინდური მარტორქა (Rhinoceros unicornis), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთსა და ნეპალში; თეთრი მარტორქა (Diceros simum), რომელიც ყველაზე დიდია მარტორქისებრთა შორის და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება; შავი მარტორქა (Diceros bicornis), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მარტორქისებრნი ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იავური მარტორქა
სუმატრული მარტორქა
ინდური მარტორქა
შავი მარტორქა
ელასმოთერიუმი
სუბჰირაკოდონი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haraamo, Mikko. (15 November 2005) Mikko's Phylogeny Archive entry on "Rhinoceratidae". დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2005. ციტირების თარიღი: 7 January 2008.
  2. Geraads, Denis (2010) Cenozoic Mammals of Africa. University of California Press, გვ. 675–689. ISBN 978-0-520-25721-4. 
  3. Becker, Damien; Pierre-Olivier, Antoine; Maridet, Olivier (22 March 2013). „A new genus of Rhinocerotidae (Mammalia, Perissodactyla) from the Oligocene of Europe“. Journal of Systematic Palaeontology. 11 (8): 947–972 – წარმოდგენილია Taylor & Francis-ის მიერ.
  4. Geraads, Denis; McCrossin, Monte & Benefit, Brenda (2012). „A New Rhinoceros, Victoriaceros kenyensis gen. et sp. nov., and Other Perissodactyla from the Middle Miocene of Maboko, Kenya“. Journal of Mammalian Evolution. 19: 57–75. doi:10.1007/s10914-011-9183-9. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება)
  5. Deng, Tao (2008). „A new elasmothere (Perissodactyla, Rhinocerotidae) from the late Miocene of the Linxia Basin in Gansu, China“ (PDF). Geobios. 41 (6): 719–728. doi:10.1016/j.geobios.2008.01.006.