ლილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლილია, იგივე, წყლის ლილია, იგივე ნიმფეა (ლათ. Nymphaeáceae) — ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი. მოითვლიან მის 70-მდე სახეობას.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი წყალმცენარე, წყალქვეშ ძლიერ განვითარებული ფესვურებით. ფესვები პირდაპირ მდინარის კალაპოტში ან ნებისმიერ მდგარ წყალში უვითარდება.

ფოთლები დიდი, მთლიანი, განვითარებულია გრძელ მსხვილ ღეროებზე. წყალქვეშა ფოთლები უფრო თხელი და ნაზია, წყალზედა ფოთლები უფრო მსხვილი და შედარებით უხეში. ზედაპირზე ფოთლები უფრო ნათელი და პრიალაა, წყალქვეშ - უფრო მუქი და დაბინდული. ხშირად ფოთლები მბხვილია, იზრდება 2 მ. დიამეტრამდე.

ყვავილები სწორი, ერთ ღეროზე მდგომარე, ხშირად მსხვილი თავებით. ფოთლები ჩვეულებრივ ბევრი აქვს. მათ შორის, თავისუფალი და რაოდენობრივად მუდმივცვალებადი. ნაყოფი ხშირად მრავალთესლიანი, წყალქვეშა ან მცურავი.

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ოჯახის მცენარეები გავრცელებულია თითქმის ყველგან, უდაბნოებისა და მაღალმთიანი რეგიონების გარდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]