ინგუშური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგუშური ენა
ГIалгIай мотт
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
ინგუშეთის დროშა ინგუშეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 405 ათასი
ლინგვისტური კლასიფიკაცია იბერიულ-კავკასიური ენები
დამწერლობის სისტემა კირილური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: —
ISO 639-2: inh
ISO 639-3: inh
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-inh}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაინგუშური ენა

ინგუშური ენა (ინგშ. ГIалгIай мотт) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ნახური ჯგუფის, ვაინახური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია ძირითადად ინგუშეთის რესპუბლიკაში, რუსეთში. ინგუშეთის რეპუბლიკაში რუსულთან ერთად გააჩნია ოფიციალური ენის სტატუსი. მასზე 405 ათასი კაცი ლაპარაკობს რუსეთში და [1], უზბეკეთში[2]. საკუთარი ორიგინალური დამწერლობა ენას არ გააჩნია, იყენებს ანბან კირილიცას.

ინგუშურ ენას ენათესავება ჩეჩნური ენა, რომელთანაც საერთო დიალექტი ქისტურიც გააჩნია, ასევე ახლოს დგას საქართველოში მოლაპარაკე ბაცბების ბაცბურ ენასთან[3].

ინგუშური ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ინგუშურ ენას გააჩნდა არაბულზე დაფუძნებული დამწერლობა. 1917 წლის მესამე რუსული (ოქტომბრის) რევოლუციის შემდეგ არაბული ლათინურმა შეცვალა, ხოლო 1938 წელს ლათნური რუსულმა კირილიცამ შეცვალა.

1928 წლის ინგუშური ანბანი[4]: A a, Æ æ, Ä ä, B b, C c, Č č, D d, E e, F f, G g, H h, Ꜧ ꜧ, I i, J j, K k, L l, M m, N n, Ņ ņ, O o, Ö ö, P p, Q q, R r, S s, Š š, T t, U u, Ü ü, V v, X x, X́ x́, Y y, Z z, Ž ž, Ch ch, Čh čh, Gh gh, Kh kh, Ph ph, Qh qh, Th th.

1948 წელს ინგუშური ანბანი შეიცვალა კირილიცით.

თანამედროვე ინგუშური ანბანი[5]

А а Аь аь Б б В в Г г ГI гI Д д Е е
Ё ё Ж ж З з И и Й й К к Кх кх Къ къ
КI кI Л л М м Н н О о П п ПI пI Р р
С с Т т ТI тI У у Ф ф Х х Хь хь ХI хI
Ц ц ЦI цI Ч ч ЧI чI Ш ш Щ щ Ъ ъ Ы ы
Ь ь Э э Ю ю Я я Яь яь I

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმნაიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 132-133.
  • იმნაიშვილი დ., „ძირთადი და თანდებულიანი ბრუნვები ინგუშურსა და ჩაჩნურში“, „ენიმკის მოამბე“, ტ. 12, 1942

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Всероссийская перепись населения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
  2. Ethonologue
  3. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
  4. Мальсагов, З. Культурная работа в Чечне и Ингушетии в связи с унификацией алфавитов. Владикавказ, 1928
  5. ГIалгIай-эрсий дошлорг (Ингушско-русский словарь). Нальчик, 2009. ISBN 978-5-88195-965-4