ეკორეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვითელი ხაზით გამოყოფილია ამაზონის ტყეების ეკორეგიონის საზღვრები

ეკორეგიონილანდშაფტური ერთეული, რომელიც გამოიყოფა არსებული ბიოგეოგრაფიული ერთეულების გათვალისწინებით. წარმოადგენს ხმელეთისა და აკვატორიის მსხვილ გარკვეულ მონაკვეთს, რომელიც გამოირჩევა ბიოტურად ერთფეროვანი გაერთიანებით.

ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის კლასიფიკაციით, დედამიწის ტერიტორიაზე გამოიყოფა 8 მსხვილი ეკოლოგიური ზონა, რომელიც თავის მხრივ, იყოფა ეკორეგიონებად.

ეკოლოგიური რეგიონი იკავებს ხმელეთისა და აკვატორიის შედარებით დიდ ტერიტორიებს. სულ ხმელეთზე გამოიყოფა 867 ეკორეგიონი. ეკორეგიონები გამოიყოფა ზოო- და ბოტანიკურ-გეოგრაფიული ნიშნებით; გარდა ამისა, ითვალისწინებენ ბუნებრივ გეოგრაფიულ საზღვარს (როგორებიცაა კონტინენტური საზღვრები და მთათა სისტემები).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brunckhorst, D. 2000. Bioregional planning: resource management beyond the new millennium. Harwood Academic Publishers: Sydney, Australia.
  • Busch, D.E. and J.C. Trexler. eds. 2003. Monitoring Ecosystems: Interdisciplinary approaches for evaluating ecoregional initiatives. Island Press. 447 pages.
  • Abell, R., M. Thieme, C. Revenga, M. Bryer, M. Kottelat, N. Bogutskaya, B. Coad, N. Mandrak, S. Contreras-Balderas, W. Bussing, M. L. J. Stiassny, P. Skelton, G. R. Allen, P.