გიორგი აბზიანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12: ხაზი 12:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]]
[[კატეგორია:ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1907]]
[[კატეგორია:დაბადებული 1907]]

17:51, 20 ივნისი 2009-ის ვერსია

გიორგი ნიკოლოზის ძე აბზიანიძე (* 23 მაისი, 1907, ქუთაისი ― † 6 აპრილი, 1976, თბილისი), ქართველი ლიტერატურათმცოდნე და პედაგოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1929). 1935 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში და თსუ-ში. იკვლევდა უმთავრესად XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების საკითხებს. აბზიანიძის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "ქართველი კლასიკოსები" (1950), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან" (1959). მონოგრაფები - "აკაკი წერეთელი. ცხოვრება და შემოქმედება" (რუსულ ენაზე, 1940; ქართულ ენაზე, 1960), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1955) და სხვა. აბზიანიძის რედაქტორობით გამოიცა ა. წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემა. იყო "ქართული ლიტერატურის ისტორიის" ექვსტომეულის თანაავტორი და თანარედაქტორი.

ლიტერატურა

  • აბზიანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 29.