ზღვის ხალხები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7: ხაზი 7:


== ისტორია ==
== ისტორია ==

ზღვის ხალხებმა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ შერდანები, შაკალაშები, ტურშები და აქაიავაშები (აქაველები?). ზღვის ხალხები ლიბიელებთან შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარონმა მიგდოლის კონცხთან ისინი უკუაქცია.

ძვ. წ. აღ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს [[უგარითი]]. ჩვ. ერამდე 1190 წლისთვის კი ხეთების ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.

ძვ. წ. აღ. 1173 წელს ფარაონ [[რამზეს III]] მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST ([[პელასგები]]სა თუ [[ფილისტიმელები]]ს) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქანაანში, სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) პალესტინა ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ ისრაელმა რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. პელასგების ნაწილი ეგეოსის რეგიონში დარჩა, სადაც ბერძნებთან მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა ლემნოსზე, თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც [[კრეტა]]სა და [[მცირე აზია]]ში აღწევდნენ.

ტომი TKR (ჩეკერები ან ზეკერები, ტევკრები?) ქარმელის მთამდე მივიდა და ქალაქ დერში დასახლდა (მოკლე ხანში კი ფილისტიმელებთან მოახდინა ასიმილირება), მეორე ნაწილი კი კვიპროსზე დასახლდა.

ტომი SKLS (შეკელეშები) სიკულებთან იგივდება, რომლებიც ელიმელებთან ერთად [[სიცილია]]ზე ჩვენს ერამდე 13 საუკუნეში ჩავიდნენ. ხსენებული ხალხების [[ტროა|ტროულ]] წარმომავლობაზე [[თუკიდიდე]] და [[ვერგილიუსი]] მიუთითებენ.

SRDN (შედრენები) მცირე ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონების პირად გვარდიას აყალიბებდნენ. ისინი იმ ხალხთან იგივდებიან, რომლებიც ჩვენს ერამდე 14-13 საუკუნეებში სიციალიაზე ჩავიდა და ნურაგთა მშენებლების კულტურა ჩამოაყალიბა.

ტომი TRS ასოცირდება ხან ტირსენებთან, ხან ტროელებთან (არც ერთი ვერსია ურთიერთგამომრიცხავი არ არის). თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, ტირსენები მარდი ზღვაოსნები იყვნენ; ისინი იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ სანაპიროებამდე იოლად აღწევდნენ, სადაც [[ეტრუსკები]]ს ტომს მისცეს დასაბამი, რომლებიც ჩვენს ერამდე 510/509 წწ რომს ფლობდნენ. ეტრუსკებმა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არაერთი კვალი დატოვეს (მათს ქალაქებში იყო კანალიზაცია) და სავარაუდებელია, რომ საკმაო ბაზისი ჰქონდათ ასეთი კულტურის შესაქმნელად.


== ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება ==
== ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება ==

17:46, 3 აპრილი 2009-ის ვერსია

ზღვის ხალხებიხმელთაშუაზღვისპირელი ხალხის ჯგუფი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIII საუკუნეში დაიძრნენ ეგვიპტისა და ხეთების სახელმწიფოსკენ. მათ სავარაუდო სამშობლოდ ეგეოსის ზღვის აუზს მიიჩნევენ (მცირე აზია, ბალკანეთი). მათი მიგრაციის ეთნოგრაფიულ კვალად მიაჩნიათ გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები და ეტრუსკები. ტროას ომიც ხალხთა გადასახლების ეპიზოდად არის მიჩნეული.

კონტექსტი

ზღვის ხალხების სამშობლოდ ხშირად მიკენური ცივილიზაციის რეგიონს მიიჩნევენ, რომელიც იმდროს დორიელთა შემოტევებისგან ღაფავდა სულს.

ამგვარად, XIII—XII  საუკუნეების მიჯნაზე მიკენურმა ცივილიზაციამ საშინელი დარტყმა გადაიტანა, რის შემდეგაც ფეხზე ვეღა წამოიმართა.

ისტორია

ზღვის ხალხებმა ეგვიპტის საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ შერდანები, შაკალაშები, ტურშები და აქაიავაშები (აქაველები?). ზღვის ხალხები ლიბიელებთან შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარონმა მიგდოლის კონცხთან ისინი უკუაქცია.

ძვ. წ. აღ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს უგარითი. ჩვ. ერამდე 1190 წლისთვის კი ხეთების ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.

ძვ. წ. აღ. 1173 წელს ფარაონ რამზეს III მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST (პელასგებისა თუ ფილისტიმელების) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქანაანში, სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) პალესტინა ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ ისრაელმა რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. პელასგების ნაწილი ეგეოსის რეგიონში დარჩა, სადაც ბერძნებთან მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა ლემნოსზე, თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც კრეტასა და მცირე აზიაში აღწევდნენ.

ტომი TKR (ჩეკერები ან ზეკერები, ტევკრები?) ქარმელის მთამდე მივიდა და ქალაქ დერში დასახლდა (მოკლე ხანში კი ფილისტიმელებთან მოახდინა ასიმილირება), მეორე ნაწილი კი კვიპროსზე დასახლდა.

ტომი SKLS (შეკელეშები) სიკულებთან იგივდება, რომლებიც ელიმელებთან ერთად სიცილიაზე ჩვენს ერამდე 13 საუკუნეში ჩავიდნენ. ხსენებული ხალხების ტროულ წარმომავლობაზე თუკიდიდე და ვერგილიუსი მიუთითებენ.

SRDN (შედრენები) მცირე ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონების პირად გვარდიას აყალიბებდნენ. ისინი იმ ხალხთან იგივდებიან, რომლებიც ჩვენს ერამდე 14-13 საუკუნეებში სიციალიაზე ჩავიდა და ნურაგთა მშენებლების კულტურა ჩამოაყალიბა.

ტომი TRS ასოცირდება ხან ტირსენებთან, ხან ტროელებთან (არც ერთი ვერსია ურთიერთგამომრიცხავი არ არის). თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, ტირსენები მარდი ზღვაოსნები იყვნენ; ისინი იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ სანაპიროებამდე იოლად აღწევდნენ, სადაც ეტრუსკების ტომს მისცეს დასაბამი, რომლებიც ჩვენს ერამდე 510/509 წწ რომს ფლობდნენ. ეტრუსკებმა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არაერთი კვალი დატოვეს (მათს ქალაქებში იყო კანალიზაცია) და სავარაუდებელია, რომ საკმაო ბაზისი ჰქონდათ ასეთი კულტურის შესაქმნელად.

ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება

ინტერნეტრესურსი