იოანე იტალოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:ნეოპლატონიზმი გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''იოანე იტალოსი''' — XI საუკუნის [[ბიზანტია|ბიზანტიელი]] ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. იგი ითვლება ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ბიზანტიაში. იოანე იტალოსი კარგად იცნობდა [[პლატონი|პლატონისა]] და [[არისტოტელე|არისტოტელეს]] ნააზრევს და ამტკიცებდა, რომ ამ ორ დიდ ბერძენ მოაზროვნეს შორის არავითარი არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამით იგი თავისი მასწავლებლის, [[მიქაელ ფსელოსი|მიქაელ ფსელოსის]] ფილოსოფიურ გზას აგრძელებდა, რომელიც ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების ანალიზის დროს პლატონს, არისტოტელესა და „უბადლო [[პროკლე|პროკლეს]]“ ეყრდნობოდა. სწორედ ფსელოსისა და იოანე იტალოსის სახელთანაა დაკავშირებული XI საუკუნის ბიზანტიაში ე. წ. „პროკლეს რენესანსის“ წარმოშობა, რომელმაც შემდეგ პროკლეს აზროვნების მძაფრი კრიტიკაც კი განაპირობა [[ნიკოლოზ მეთონელი|ნიკოლოზ მეთონელის]] (XII ს.) მხრიდან.<ref>{{ქე|4|315|ირემაძე თ.|არა|სტატია=იოანე იტალოსი}}</ref>
'''იოანე იტალოსი''' ({{lang-el|Ἰωάννης ὁ Ἰταλός}}) — XI საუკუნის [[ბიზანტია|ბიზანტიელი]] ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. იგი ითვლება ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ბიზანტიაში. იოანე იტალოსი კარგად იცნობდა [[პლატონი|პლატონისა]] და [[არისტოტელე|არისტოტელეს]] ნააზრევს და ამტკიცებდა, რომ ამ ორ დიდ ბერძენ მოაზროვნეს შორის არავითარი არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამით იგი თავისი მასწავლებლის, [[მიქაელ ფსელოსი|მიქაელ ფსელოსის]] ფილოსოფიურ გზას აგრძელებდა, რომელიც ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების ანალიზის დროს პლატონს, არისტოტელესა და „უბადლო [[პროკლე|პროკლეს]]“ ეყრდნობოდა. სწორედ ფსელოსისა და იოანე იტალოსის სახელთანაა დაკავშირებული XI საუკუნის ბიზანტიაში ე. წ. „პროკლეს რენესანსის“ წარმოშობა, რომელმაც შემდეგ პროკლეს აზროვნების მძაფრი კრიტიკაც კი განაპირობა [[ნიკოლოზ მეთონელი|ნიკოლოზ მეთონელის]] (XII ს.) მხრიდან.<ref>{{ქე|4|315|ირემაძე თ.|არა|სტატია=იოანე იტალოსი}}</ref>


შუა საუკუნეების ქართული აზროვნებისთვის არა მარტო მიქაელ ფსელოსის პიროვნება და შემოქმედება აღმოჩნდა ღრმა ინტერესის საგანი, არამედ იოანე იტალოსისაც. ცნობილია მისი წერილი აფხაზი გრამატიკოსისადმი, რომელიც 1082 წლით თარიღდება. ეს წერილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწისადმი]] მიძღვნილი ქართული კვლევების კონტექსტში, რადგან გამოითქვა ვარაუდი, რომ წერილის ადრესატი სწორედ იგი უნდა ყოფილიყო. ეს მოსაზრება დღემდე ერთ-ერთ სამუშაო ჰიპოთეზას წარმოადგენს და მისი დამაჯერებელი დასაბუთება თუ უარყოფა სამომავლო კვლევა-ძიების საქმეა. მიუხედავად წერილის ადრესატისა, უწინარეს ყოვლისა, საყურადღებოა თავად ამ წერილის შინაარსი, რომელიც ფილოსოფიური გრამატიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, ეს წერილი ბიზანტიურ-ქართული კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დოკუმენტიცაა, რადგან ის იოანე იტალოსისა და მისი ქართველი მეგობრის ინტელექტუალური სიახლოვის დასტურია. იტალოსი მადლიერებით მოიხსენიებს მეგობარს იმის გამოც, რომ მან ჭეშმარიტების სიყვარული შეინარჩუნა და ბოლომდე მისი მოძღვრების ერთგული დარჩა. სწორედ ამით გამოირჩევა იგი მრავალი გზასაცდენილი ორატორისა და სოფისტისაგან.
შუა საუკუნეების ქართული აზროვნებისთვის არა მარტო მიქაელ ფსელოსის პიროვნება და შემოქმედება აღმოჩნდა ღრმა ინტერესის საგანი, არამედ იოანე იტალოსისაც. ცნობილია მისი წერილი აფხაზი გრამატიკოსისადმი, რომელიც 1082 წლით თარიღდება. ეს წერილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწისადმი]] მიძღვნილი ქართული კვლევების კონტექსტში, რადგან გამოითქვა ვარაუდი, რომ წერილის ადრესატი სწორედ იგი უნდა ყოფილიყო. ეს მოსაზრება დღემდე ერთ-ერთ სამუშაო ჰიპოთეზას წარმოადგენს და მისი დამაჯერებელი დასაბუთება თუ უარყოფა სამომავლო კვლევა-ძიების საქმეა. მიუხედავად წერილის ადრესატისა, უწინარეს ყოვლისა, საყურადღებოა თავად ამ წერილის შინაარსი, რომელიც ფილოსოფიური გრამატიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, ეს წერილი ბიზანტიურ-ქართული კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დოკუმენტიცაა, რადგან ის იოანე იტალოსისა და მისი ქართველი მეგობრის ინტელექტუალური სიახლოვის დასტურია. იტალოსი მადლიერებით მოიხსენიებს მეგობარს იმის გამოც, რომ მან ჭეშმარიტების სიყვარული შეინარჩუნა და ბოლომდე მისი მოძღვრების ერთგული დარჩა. სწორედ ამით გამოირჩევა იგი მრავალი გზასაცდენილი ორატორისა და სოფისტისაგან.

18:18, 2 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

იოანე იტალოსი (ბერძ. Ἰωάννης ὁ Ἰταλός) — XI საუკუნის ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. იგი ითვლება ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ბიზანტიაში. იოანე იტალოსი კარგად იცნობდა პლატონისა და არისტოტელეს ნააზრევს და ამტკიცებდა, რომ ამ ორ დიდ ბერძენ მოაზროვნეს შორის არავითარი არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამით იგი თავისი მასწავლებლის, მიქაელ ფსელოსის ფილოსოფიურ გზას აგრძელებდა, რომელიც ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების ანალიზის დროს პლატონს, არისტოტელესა და „უბადლო პროკლეს“ ეყრდნობოდა. სწორედ ფსელოსისა და იოანე იტალოსის სახელთანაა დაკავშირებული XI საუკუნის ბიზანტიაში ე. წ. „პროკლეს რენესანსის“ წარმოშობა, რომელმაც შემდეგ პროკლეს აზროვნების მძაფრი კრიტიკაც კი განაპირობა ნიკოლოზ მეთონელის (XII ს.) მხრიდან.[1]

შუა საუკუნეების ქართული აზროვნებისთვის არა მარტო მიქაელ ფსელოსის პიროვნება და შემოქმედება აღმოჩნდა ღრმა ინტერესის საგანი, არამედ იოანე იტალოსისაც. ცნობილია მისი წერილი აფხაზი გრამატიკოსისადმი, რომელიც 1082 წლით თარიღდება. ეს წერილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი ქართული კვლევების კონტექსტში, რადგან გამოითქვა ვარაუდი, რომ წერილის ადრესატი სწორედ იგი უნდა ყოფილიყო. ეს მოსაზრება დღემდე ერთ-ერთ სამუშაო ჰიპოთეზას წარმოადგენს და მისი დამაჯერებელი დასაბუთება თუ უარყოფა სამომავლო კვლევა-ძიების საქმეა. მიუხედავად წერილის ადრესატისა, უწინარეს ყოვლისა, საყურადღებოა თავად ამ წერილის შინაარსი, რომელიც ფილოსოფიური გრამატიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, ეს წერილი ბიზანტიურ-ქართული კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დოკუმენტიცაა, რადგან ის იოანე იტალოსისა და მისი ქართველი მეგობრის ინტელექტუალური სიახლოვის დასტურია. იტალოსი მადლიერებით მოიხსენიებს მეგობარს იმის გამოც, რომ მან ჭეშმარიტების სიყვარული შეინარჩუნა და ბოლომდე მისი მოძღვრების ერთგული დარჩა. სწორედ ამით გამოირჩევა იგი მრავალი გზასაცდენილი ორატორისა და სოფისტისაგან.

იოანე იტალოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას საგანგებოდ განიხილავდნენ ქართველი მეცნიერები. XX საუკუნის 20-იან წლებში გ. წერეთელმა თბილისში გამოსცა იოანე იტალოსის ლოგიკური ტრაქტატები ორიგინალის ენაზე. 1966 კი გამოვიდა ნ. კეჭაღმაძის გამოცემა, რომელმაც მოგვიანებით, 1970 წელს, საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა იოანე იტალოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გარდა ამისა, სხვა ქართველ მკვლევრებსაც (გ. თევზაძე, მ. მჭედლიძე) აქვთ საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევები იტალოსის მრავალფეროვანი შემოქმედების შესახებ. საქართველოში კარგად იყვნენ ცნობილი იოანე იტალოსის მოწაფეებიც, მ. შ. ბრწყინვალე დიალექტიკოსი, პლატონის შესანიშნავი მცოდნე და არისტოტელეს ნაშრომების განთქმული კომენტატორი ევსტრატე ნიკეელი (XI–XII სს.), რომლის ერთ-ერთი პოლემიკური ნაშრომის ქართული თარგმანი არსენ იყალთოელის „დოღმატიკონშია“ განთავსებული.

ლიტერატურა

  • კეჭაღმაძე ნ., იოანე იტალოსის შემოქმედება, თბ., 1970.
  • მჭედლიძე მ., ბიზანტიელი ფილოსოფოსები – მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში // ბიზანტინოლოგია საქართველოში, თბ., 2007.

სქოლიო

  1. ირემაძე თ., იოანე იტალოსი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 315.