იოანე ჭყონდიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980
* ''კუდავა, ბ.,'' იოანე ჭყონდიდელი (XI საუკუნის ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიისათვის), ჟურნ. „არტანუჯი“, N 2-3, 1994, გვ. 28-32.


[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]

23:44, 7 აპრილი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ჭყონდიდელიჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060 — XII საუკუნის 10-იან წლებში. იხსენიება სვინგელოზის ტიტულით. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV-ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042-1054) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმიდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს. 1059 წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 და 1066-1067 ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება.

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980
  • კუდავა, ბ., იოანე ჭყონდიდელი (XI საუკუნის ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიისათვის), ჟურნ. „არტანუჯი“, N 2-3, 1994, გვ. 28-32.