გიორგი ხუცესმონაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი ხუცესმონაზონი — XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში.

გადაუწერია შიომღვიმის ოთხთავი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1344) და ტიბიკონი (H-1349). ორივე წიგნი დაწერილია ნუსხურით, ლამაზი, გაწაფული ხელით. ოთხთავში ოთხი მატარებლის ოსტატურად შესრულებული სურათია ჩართული (ყავისფერ და მომწვანო ოქროსფერ ფონზე მხატვარს კაშკაშა წითელი ფერი გამოუყენებია). განვითარებული სახის კამარები (სვეტისთავებით, ანტაბლემენტში ჩართული თაღებით, ჩიტებით, ყვავილებით, ჭაღებით და სხვა) დახვეწილი და ფერადოვანია, უმთავრესია ლურჯი და ოქროსფერი, აქა-იქ სოსანიც. დაუდგენელია მინიატურებიც გიორგი ხუცესმონაზონის შესრულებულია თუ არა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]