გუსტავ შტრეზემანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გუსტავ ერნსტ შტრეზემანი''' ( დ. [[10 მაისი]], [[1878]] – გ. [[3 ოქტომბერი]], [[1929]]) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე ვაიმარის რესპუბლიკაში, კანცლერი [[1923]] წელს ( 102 დღის განმავლობაში) და საგარეო საქმეთა მინისტრი 1923-1929 წლებში. [[1926]] წელს მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
'''გუსტავ ერნსტ შტრეზემანი''' (დ. [[10 მაისი]], [[1878]] – გ. [[3 ოქტომბერი]], [[1929]]) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე ვაიმარის რესპუბლიკაში, კანცლერი [[1923]] წელს ( 102 დღის განმავლობაში) და საგარეო საქმეთა მინისტრი 1923-1929 წლებში. [[1926]] წელს მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.


მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გამოსწორება, რომლისთვისაც მან და არისტიდ ბრიანმა მიიღეს ნობელის მშვიდობის პრემია. პოლიტიკური არასტაბილურობის, ხანმოკლე და ცვალებადი მთავრობების პერიოდში, ის ვაიმარის რესპუბლიკაში განიხილებოდა,როგორც მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრი. ვაიმარის რესპუბლიკაში იყო გერმანიის სახალხო პარტიის მთავარი ფიგურა.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გამოსწორება, რომლისთვისაც მან და არისტიდ ბრიანმა მიიღეს ნობელის მშვიდობის პრემია. პოლიტიკური არასტაბილურობის, ხანმოკლე და ცვალებადი მთავრობების პერიოდში, ის ვაიმარის რესპუბლიკაში განიხილებოდა,როგორც მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრი. ვაიმარის რესპუბლიკაში იყო გერმანიის სახალხო პარტიის მთავარი ფიგურა.

13:59, 25 თებერვალი 2020-ის ვერსია

გუსტავ ერნსტ შტრეზემანი (დ. 10 მაისი, 1878 – გ. 3 ოქტომბერი, 1929) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე ვაიმარის რესპუბლიკაში, კანცლერი 1923 წელს ( 102 დღის განმავლობაში) და საგარეო საქმეთა მინისტრი 1923-1929 წლებში. 1926 წელს მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გამოსწორება, რომლისთვისაც მან და არისტიდ ბრიანმა მიიღეს ნობელის მშვიდობის პრემია. პოლიტიკური არასტაბილურობის, ხანმოკლე და ცვალებადი მთავრობების პერიოდში, ის ვაიმარის რესპუბლიკაში განიხილებოდა,როგორც მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრი. ვაიმარის რესპუბლიკაში იყო გერმანიის სახალხო პარტიის მთავარი ფიგურა.

ადრეული წლები

1878 წლის 10 მაისს შტრეზემანი დაიბადა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბერლინში. შვიდშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი თავად გახლდათ. მამა მუშაობდა ლუდის ჩამომსხმელად და დისტრიბუტორად, გარდა ამისა ჰქონდა პატარა ბარი და დამატებითი შემოსავლისთვის აქირავებდა ოთახებს. ოჯახი მიეკუთვნებოდა საშუალო კლასის დაბალ ფენას, თუმცა სამეზობლოში საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდნენ და ქონდათ საკმარისი სახსრები გუსტავისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაცემად. შტრეზემანი იყო შესანიშნავი სტუდენტი, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გერმანულ ლიტერატურასა და პოეზიაში. 16 წლის ასაკში ის ჩაირიცხა ანდრეას გიმნაზიაში. მშობლებმა მას თავიდანვე ჩაუნერგეს წიგნებისადმი ინტერესი - განსაკუთრებით მოიხიბლა ისტორიით. მისი ისტორიის მასწავლებელი, ბატონი ვოლფი, აცხადებდა, რომ მას ქონდა „ზღვარგადასული ლტოლვა ისტორიისადმი“. მას განსაკუთრებით მოსწონდა ნაპოლეონი და გოეთე, რომელთაც მან 1924 წელს ნაშრომი მიუძღვნა. დედა, მატილდა, გარდაიცვალა 1895 წელს. 1895 წლის დეკემბრიდან ის აქვეყნებდა წერილებს „დრეზდენერ ფოლკსცაიტუნგში“, რომელიც ხშირად ეხებოდა პოლიტიკას და მიემართებოდა პრუსიელ კონსერვატორებს. ესეიში, რომელიც მან სკოლის დამთავრებისას დაწერა, აღნიშნა, რომ სიამოვნებით იქნებოდა მასწავლებელი, თუმცა ის იმხანად მხოლოდ ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგის კვალიფიკაციას აკმაყოფილებდა, რაც მისი ინტერესის ძირითადი სფერო არ იყო. ამის გამო, ჩააბარა საუნივერსიტეტო გამოცდები.

1987 წლის აპრილში შტრეზემანი ჩაირიცხა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთ-ერთმა ნაცნობმა ბიზნესმენმა დაარწმუნა, რომ ნაცვლად ლიტერატურისა, პოლიტიკური ეკონომიკა შეესწავლა. უნივერსიტეტში სწავლის დროს ის ჩაერთო სტუდენტურ მოძრაობაში და 1898 წელს გახდა რედაქტორი გაზეთისა „Allgemeine Deutsche Universitäts-Zeitung“, რომლის მმართველიც იყო კონრად კუსტერი, აღნიშნული სტუდენტური მოძრაობის ლიბერალური ფრთის ლიდერი. მისი სარედაქციო წერილები ხშირად პოლიტიკური იყო და თანამედროვე პოლიტიკური პარტიების კრიტიკას ეფუძნებოდა. ადრეულ ნაწერებში მან ჩამოაყალიბა ხედვა, რომელიც აერთიანებდა როგორც ლიბერალიზმს, ასევე ნაციონალიზმსაც. იდეოლოგიების ეს კომბინაცია მის ხედვებზე სიცოცხლის ბოლომდე დომინირებდა. 1898 წელს მან დატოვა ბერლინის უნივერსიტეტი და სწავლა ლაიფციგის უნივერსიტეტში გააგრძელა დოქტორის ხარისხის მისაღებად. ის სწავლობდა ისტორიას, საერთაშორისო სამართალსა და ლიტერატურას. დოქტორ მარტინ კრილის გავლენით მისი ინტერესი ეკონომიკის მიმართაც გაიზარდა. 1899 წელს მან დატოვა გაზეთი და რედაქტორის თანამდებობა. სწავლა 1901 წლის იანვარში დაამთავრა. მისი ფინალური ნაშრომი ეხებოდა ჩამოსხმული ლუდის ინდუსტრიას ბერლინში. მიუხედავად იმისა, რომ მისმა თეზისმა მაღალი შეფასება მიიღო, ის კოლეგებისთვის დაცინვის საგანი გახდა . მისი სადოქტორო თემის ხელმძღვანელი კალრ ბუხერი გახლდათ.

1902 წელს მან დაარსა საქსონელ მწარმოებელთა ასოციაცია. 1903 წელს დაქორწინდა ქეით კლიფელდზე (1883-1970). ქეითი გახლდათ ებრაული წარმოშობის ბერლინში მოღვაწე ბიზნესმენის შვილი და ამავდროს კურტ ფონ კლიფელდის და, რომელსაც 1918 წელს უკანასკნელად მიენიჭა დიდგვაროვანის ტიტული გერმანიაში. ამავე დროს შტრეზემანი იყო წევრი ფრიდრიხ ნაუმანის ეროვნულ-სოციალური ასოციაციისა. 1906 წელს ის აირჩიეს ქალაქ დრეზდენის საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ სავაჭრო ასოციაციებში მოღვაწეობდა, შტრეზემანი მალევე გახდა საქსონიაში ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ლიდერი. 1907 წელს ის რაიხსტაგში აირჩიეს, სადაც პარტიის ლიდერთან, ერნსტ ბაზერმანთან, დაახლოებული პირი გახდა. თუმცა, მისი პოლიტიკა, რომლის მიზანიც სოციალური და კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროგრამების გაფართოება გახლდათ, არ ჯდებოდა პარტიის კონსერვატიული ფრთის ინტერესებში, შესაბამისად 1912 წელს მან თანამდებობა პარტიის აღმასკომის კომიტეტში დაკარგა. იმავე წელს, მან დაკარგა ადგილი, როგორც რაიხსტაგში, ასევე საკრებულოში. ის დაუბრუნდა ბიზნესს და დაარსა გერმანულ-ამერიკული ეკონომიკური ასოციაცია. 1914 წელს შტრეზემანი რაიხსტაგში დაბრუნდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ რაც ბაზერმანმა დატოვა თანამდებობა რაიხსტაგში, ავადმყოფობისა, თუ ომის გამო, შტრეზემანი ფაქტიურად ეროვნულ-ლიბერალური პარტიის დე-ფაქტო ლიდერი გახდა. ბაზერმანის გარდაცვალების შემდეგ, 1917 წელს ის პარტიის ლიდერად დაწინაურდა. მისი პოლიტიკური იდეების ევოლუცია გარკვეულწილად ბუნდოვანია. თავდაპირველად, გერმანიის იმპერიაში შტრეზმანი ასოცირდებოდა ეროვნულ-ლიბერალების მემარცხენე ფრთასთან. პირველი მსოფლიო ომის დროს კი, იგი თანდათანობით მემარჯვენე მხარეს გადავიდა და მხარი დაუჭირა მონარქიასა და გერმანიის ექსპანსიონისტურ მიზნებს. ის ღიად უჭერდა მხარს შეუზღუდავ წყალქვეშა ომს. ამასთან იგი კვლავ ემხრობოდა სოციალური კეთილდღეობის პროგრამების გაძლიერებასა და პრუსიული საარჩევნო სისტემის გაუქმებას.

ომის დასრულების შემდეგ, შტრეზემანი გერმანიის დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა, თუმცა მალევე გააძევეს მემარჯვენე ფლანგთან კავშირის გამო. შემდეგ მან ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ძველი წევრები შემოიკრიბა და სათავეში ჩაუდგა გერმანიის სახალხო პარტიას. მისი მხარდაჭერები კი ძირითადად საშუალო და მაღალი კლასის პროტესტანტები იყვნენ. სახალხო პარტია მხარს უჭერდა ქრისტიანული ოჯახის ფასეულობებს, სეკულარულ განათლებას, დაბალ ტარიფებს, წინააღმდეგი იყო აგრარული სუბსიდიებისა და სოციალური ხარჯების. გარდა ამისა, მტრობდა მარქსიზმს და მასთან დაკავშირებულ სხვა იდეოლოგიებს.

1920 წელს გერმანიის სახალხო პარტიას გერმანიის ეროვნულ სახალხო პარტიასთან ერთად განიხილავდნენ, როგორც ვაიმარის რესპუბლიკის "ეროვნული ოპოზიციის" ნაწილს. 1920-იანი წლების ბოლოდან ის იწყებს თანამშრომლობას მემარცხენე და ცენტრისტულ პარტიებთან, რაც ერთგვარი რეაქცია იყო ისეთ პოლიტიკურ მკვლელობებზე, როგორიც ვალტერ რატენაუს მკვლელობა იყო. თუმცა გულის სიღრმეში კვლავ მონარქისტად რჩებოდა.

ვაიმარის რესპუბლიკა

კანცლერი (1923 წელი)

1923 წლის 13 აგვისტოს, ე.წ კრიზისების წელიწადში, შტრეზემანი დიდი კოალიციის კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1923 წლის ოქტომბდრიდან, ახალი სავალდებულო საარბიტრაჟო სისტემა დაინერგა, რომლის მიხედვითაც სამრეწველო დავებისას გარე არბიტრი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს. რეფორმის ავტორთა შორის შტრეზემანიც იყო.

1923 წლის 26 (ან 27) სექტემბერს, შტრეზემანმა რურის ოკუპაციის დასრულება გამოაცხადა და ვაიმარის რესპუბლიკის კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტმა ებერტმა საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა, რომელიც 1924 წლის თებერვლამდე გაგრძელდა . 1923 წლის ოქტომბერში, შტრეზემანის მთავრობამ გამოიყენა 48-ე მუხლი, რათა ჩაენაცვლებინა კომისრებით სოციალ-დემოკრატებისა და კომუნისტების კოალიციები საქსონიასა და თურინგიაში. ამ დროისთვის შტრეზემანი დარწმუნებული იყო, რომ ერთადერთი გზა გერმანიისათვის შელახული ეკონომიკის აღსადგენად და გადასარჩენად, მოკავშირეებთან რეპარაციების საკითხზე შეთანხმების მიღწევა იყო. მას ასევე სურდა რაინლანდის დაბრუნება, როგორც მან მისწერა მთავარ პრინცს 1923 წლის ივლისში: „გერმანული პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის გერმანიის ტერიტორიის განთავისუფლება ფრანგული და ბელგიური ოკუპაციისგან. თავდაპირველად, ჩვენ უნდა მოვიშოროთ მახრჩობელა ყელიდან“.

ჰიპერინფლაციამ ვაიმარის რესპუბლიკაში პიკს 1923 წლის ნოემბერში მიაღწია, რადგან გერმანიას აღარ შეეძლო გაფიცული მუშებისთვის ანაზღაურების გადახდა. დაიწყო უფრო და უფრო მეტი ფულის ბეჭდვა, რამაც გერმანია ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. შტრეზემანმა შემოიღო ახალი ვალუტა, რენტმარკა, რათა ბოლო მოეღო ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისთვის. მან ასევე დაარწმუნა ფრანგები, გამოსულიყვნენ რურიდან, სანაცვლოდ კი რეპერაციების გადახდის გაგრძელებას დაპირდა. ეს მისი დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა გერმანელი პოლიტიკოსებივით ეწინააღმდეგებოდა ვერსალის ხელშეკრულებას, როგორც დიქტატს, მას მიაჩნდა, რომ გერმანია იქამდე არ გათავისუფლდებოდა გადასახადებისგან, სანამ მათ ბოლომდე კეთილსინდისიერად შესრულებას არ შეეცდებოდა. მისი აზრით, ეს მოკავშირეებს დაარწმუნებდა, რომ სარეპარაციო გეგმა ნამდვილად გასცდა გერმანიის შესაძლებლობებს. შტრეზემანს ძალისხმევა დაუფასდა. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს რეპარაციების სქემისთვის გადაეხედათ.

1923 წლის ნოემბერში, საქსონიასა და თურინგიაში მემარცხენე კოალიციების გადაყენების გამო, სოციალ დემოკრატებმა შტრეზემანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს და გადააყენეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი (1923-1929)

შტრეზემანი მისი მემკვიდრის, ცენტრისტ ვილჰელმ მარქსის მთავრობაში, საგარეო საქმეთა მინისტრად დარჩა. ის ინარჩუნებდა აღნიშნულ პოსტს მომდევნო რვა მთავრობის განმავლობაში, მიუხედავად მათი მემარცხენე თუ მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიებისა. მინისტრად მუშაობისას მას მრავალი მიღწევა ქონდა. მისი პირველი საყოველთაო მიღწევა იყო 1924 წლის დოუვის გეგმა, რომელმაც გერმანიას რეპარაციები შეუმცირა და მოახდინა ცენტრალური ბანკის რეორგანიზაცია.

შტრეზემანმა გააცნობიერა ევროპელთა შიში გერმანიის დასავლეთ საზღვართან დაკავშირებით და პირობა დადო, რომ აღარ შეუტევდა ბელგიასა და საფრანგეთს, სანაცვლოდ კი საფრანგეთისგან თავდასხმის შემთხვევაში ბრიტანეთისგან დახმარებას მიიღებდნენ. გერმანიას არ ჰქონდა დრო თავს დასხმოდა რომელიმე სახელმწიფოს, რაც მისწერა კიდეც პრინცს: „საფრანგეთთან სამხედრო კონფლიქტზე გადასვლაზე უარის თქმას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არ საფრანგეთთან ომის საშუალება და შესაძლებლობა არ არსებობს“. ლოკარნოს ხელშეკრულებაზე შეთანხმება შტრეზემანმა ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ბელგიასთან და იტალიასთან მოახერხა. მოლაპარაკებების მესამე დღეს გერმანიის მოთხოვნები შტრეზემანმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არისტიდ ბრიანს, გააცნო. როგორც შტრეზემანმა აღნიშნა, „ბრიანი თითქმის დივანზე დაეცა, როდესაც ჩემი განმარტებები მოისმინა“. შტრეზემანმა თქვა, რომ მხოლოდ გერმანიამ არ უნდა გაიღოს მსხვერპლი მშვიდობისთვის; ევროპის ქვეყნებმა უნდა დაუთმონ დაპყრობილი ტერიტორიები გერმანიას; განიარაღების კონტროლის კომისიამ უნდა დატოვოს გერმანია; უნდა დასრულდეს რაინლანდის ინგლისურ-ფრანგული ოკუპაცია; ბრიტანეთი და საფრანგეთი უნდა განიარაღდნენ, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა. ხელშეკრულებას ხელი 1925 წლის ოქტომბერში, ლოკარნოში მოეწერა. გერმანიამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აღიარა დასავლეთ საზღვარი, სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთთან, დადო პირობა ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე და რაინლანდიდან მოკავშირეთა საოკუპაციო ძალების ევაკუაცია დაიწყო. შტრეზემანი არ იყო მზად მსგავსი ხელშეკრულება დაედო პოლონეთთანაც: „აღმოსავლეთის ლოკარნო არ იქნება“. უფრო მეტიც, იგი არასდროს გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ყოფილი გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელიც პოლონეთის კონტროლქვეშ იყო მოქცეული ვერსალის ხელშეკრულებით.

ვერსალის ძალებთან შერიგების შემდეგ, შტრეზემანი საბჭოთა კავშირზე გადაერთო. როგორც ის საკუთარ დღიურში წერს, 1925 წლის ივნისში ნიკოლაი კრესტინკის უთხრა: „ მე არ გავაფორმებ რუსეთთან ხელშეკრულებას მანამ, სანამ სხვა მხარეს არ გაირკვევა პოლიტიკური ვითარება“. 1926 წელს გაფორმდა გერმანულ-საბჭოთა თანამშრომლობის ხელშეკრულება ბერლინში. 1926 წლის სექტემბერში, გერმანია ერთა ლიგაში მიიღეს. ამ მიღწევებისთვის შტრეზემანმა 1926 წელს ნობელის მშვიდობის პრემია აიღო.

გერმანიამ ხელი მოაწერა კელოგ-ბრიანის პაქტს 1928 წლის აგვისტოში. ამით უარი ითქვა ძალის გამოყენებაზე საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო 1929 წლის თებერვლის იანგის გეგმის ხელმოწერა, რითიც გერმანიას რეპარაციები კიდევ უფრო შეუმცირდა.

გუსტავ შტრეზემანის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა მისმა მეგობრულმა თვისებებმა და მზაობამ ყოფილიყო მუდამ პრაგმატული. იგი ძალზედ ახლო მეგობარი იყო მრავალი გავლენიანი უცხოელის. ყველაზე ცნობილი კი იყო ბრიენი, ვისთან ერთადაც აიღო კიდეც ნობელის მშვიდობის პრემია. ამასთან, შტრეზემანი არ იყო რაიმე თვალსაზრისით „პროფრანგი პოლიტიკოსი“. მისი მთავარი საზრუნავი გერმანიის რეპარაციებისაგან გათავისუფლება იყო. მისი მთავარი სტრატეგია კი აშშ-თან ეკონომიკური ალიანსის შექმნა გახლდათ. აშშ გერმანიისთვის იყო მთავარი წყარო საკვებისა და ნედლეულის მისაღებად. ამასთანავე, აშშ გერმანიისათვის ასრულებდა მთავარი საექსპორტო ქვეყანის როლს. გერმანიის ეკონომიკის გაჯანსაღება კი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედიოდა. დოუვისა და იანგის გეგმები სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყო. შტრეზემანს ახლო ურთიერთობა ქონდა პრეზიდენტ ჰუვერთან, რომელიც 1921-28 წლებში ვაჭრობის მინისტრი ხოლო 1929 წლიდან ამერიკის სახელმწიფოს მეთაური გახდა. მინისტრ შტრეზემანის სტრატეგია შესანიშნავად მუშაობდა დიდ დეპრესიამდე.

მინისტრობის პერიოდში, შტრეზემანი უფრო და უფრო ემხრობოდა რესპუბლიკის იდეას, მიუხედავად არამონარქისტული ღირებულებების მიუღებლობისა კარიერის საწყის წლებში. 1920-იანი წლების შუა ხანებში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სუსტი დემოკრატიული წყობის (დროებით) კონსოლიდაციაში, შტრეზმანი განიხილებოდა, როგორც Vernunftrepublikaner. მაშასადამე, ის გახლდათ ადამიანი, ვინც რესპუბლიკას აღიარებდა, როგორც ყველაზე ნაკლებ ბოროტებას, მაგრამ გულით კვლავ მონარქისტად რჩებოდა. კონსერვატიული ოპოზიცია მას მუდამ აკრიტიკებდა რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის და დასავლური ძალების სურვილების შესრულებისთვის.

1925 წელს, როდესაც მან პირველად შესთავაზა ხელშეკრულება საფრანგეთს, ამით ცხადყო, რომ იგი აპირებდა „აღმოსავლეთში საზღვრები მშვიდობიანად შეეცვალა“.იმ წელს, როდესაც პოლონეთი ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, შტრეზემანმა სავაჭრო ომი წამოიწყო. მას სურდა კრიზისი პოლონეთში გაეძლიერებინა, რაც გერმანიას საშუალებას მისცემდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაკარგული ტერიტორიები უკან დაებრუნებინა და საკუთარი პროდუქციისთვის ბაზარი გაეფართოებინა. ასე რომ, შტრეზმანმა უარი თქვა რაიმე საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომელიც ”ნაადრევად” მოახდენდა პოლონეთის ეკონომიკის აღდგენას. ბრიტანეთის წინადადების საპასუხოდ, შტრეზემანმა ლონდონში გერმანიის ელჩს მიწერა: „პოლონეთის საბოლოო და გრძელვადიანი რეკაპიტალიზაცია უნდა შეფერხდეს მანამ, სანამ ქვეყანის საზღვრები არ მოეწყობა ჩვენი სურვილების შესაბამისად, სანამ ჩვენი პოზიცია საკმარისად ძლიერი არ იქნება”.შტრეზემანი იმედოვნებდა, რომ დაიკავებდა ტერიტორიებს დიდ პოლონეთში, მოახდენდა მთელ აღმოსავლეთ ზემო სილეზიისა და ცენტრალური სილეზიის ნაწილების ანექსიას ე.წ პოლონურ დერეფნის ჩათვლით. პოლონეთთან ეკონომიკური ომის გარდა, შტრეზმანმა წამოიწყო პროპაგანდისტული პოლიტიკა და შემუშავდა საიდუმლო გეგმა პოლონეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

გარდაცვალება

გუსტავ შტრეზემანი 1929 წლის 3 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში, ინსლუტის შედეგად გარდაიცვალა. ის ბერლინში, კროიცბერგის უბანში, ლუიზენშტადტის სასაფლაოზეა დაკრძალული. გუსტავს და ქეითს ორი ვაჟი ჰყავდათ. ვოლფგანგი, რომელიც მოგვიანებით ბერლინის ფილარმონიაში მოღვაწეობდა და იოაკიმი.

ლიტერატურა

  • Wright, Jonathan (2002). Gustav Stresemann: Weimar's Greatest Statesman. Oxford: Oxford University Press.
  • Stresemann, Gustav. Goethe und Napoleon: ein Vortrag; with Anhang Weimarer Tagebuch, Berlin, 1924
  • Wright, Jonathan (2002). Gustav Stresemann: Weimar's Greatest Statesman. Oxford: Oxford University Press
  • Wright, Jonathan (2002). Gustav Stresemann: Weimar's Greatest Statesman. Oxford: Oxford University Press
  • Wright, Jonathan (2002). Gustav Stresemann: Weimar's Greatest Statesman. Oxford: Oxford University Press
  • Wright, Jonathan (2002). Gustav Stresemann: Weimar's Greatest Statesman. Oxford: Oxford University Press
  • Wright, Jonathan (2002). Gustav Stresemann: Weimar's Greatest Statesman. Oxford: Oxford University Press
  • Hirsch, Felix. Gustav Stresemann. 1878/1978, Berlin, Berlin Verlag, 1978
  • Gustav Stresemann: Die Entwicklung Berliner Flaschenbiergeschäfts. Eine wirtschaftliche Studie. ["The development of the bottled beer trade in Berlin. An economic study "]. Dissertation University of Leipzig 1901
  • Pohl, Karl Heinrich: Gustav Stresemann. Biografie eines Grenzgängers. Vandenhoeck & Ruprecht, Göttingen 2015
  • Wheeler-Bennett, John (1964). The Nemesis of Power; The German Army in Politics, 1918-1945 (2nd ed.). London: Macmillan
  • AQA History: The Development of Germany, 1871-1925 by Sally Waller
  • Mulligan, William (2005). The creation of the modern German Army: General Walther Reinhardt and the Weimar Republic, 1914-1930. Monographs in German History. 12
  • Shirer, William L. (1990). The Rise and Fall of the Third Reich: A History of Nazi Germany
  • Schwarzschild, Leopold (1943). Guterman, Norbert (ed.). World in Trance. London: H. Hamilton.
  • Fischer, Wolfgang C. (2010). German Hyperinflation 1922/23: A Law and Economics Approach
  • Evans, Richard J. (2003). The Coming of the Third Reich. New York City: Penguin Press
  • Schwarzschild, Leopold (1943). Guterman, Norbert (ed.). World in Trance. London: H. Hamilton.
  • Schwarzschild, Leopold (1943). Guterman, Norbert (ed.). World in Trance. London: H. Hamilton.
  • Schwarzschild, Leopold (1943). Guterman, Norbert (ed.). World in Trance. London: H. Hamilton.
  • Heinrich Bauer: Stresemann ein deutscher Staatsmann", Berlin 1930.
  • Wheeler-Bennett, John (1964). The Nemesis of Power; The German Army in Politics, 1918-1945 (2nd ed.). London: Macmillan.
  • Schwarzschild, Leopold (1943). Guterman, Norbert (ed.). World in Trance. London: H. Hamilton.
  • Annelise Thimme. "Stresemann and Locarno", 74
  • Tooze, Adam (2007) [2006]. The Wages of Destruction: The Making & Breaking of the Nazi Economy. London: Penguin.
  • Stresemann in an article for the Hamburger Fremdenblatt, 10 April 1922, quoted after Martin Broszat, 200 Jahre deutsche Polenpolitik, Frankfurt am Main: Suhrkamp, 1972, p.220.
  • Stresemann in a letter to the German ambassador in London, quoted after Broszat (see above), p. 224.
  • THE WEIMAR REPUBLIC AND THE GERMAN-POLISH BORDERS Journal Article THE WEIMAR REPUBLIC AND THE GERMAN-POLISH BORDERS CHRISTOPH M. KIMMICH The Polish Review, Vol. 14, No. 4 (Autumn, 1969), pp. 37-45