ეთერ კაკულია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჟორიკოშე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
დავამატე ფოტო-კოლაჟი
ხაზი 37: ხაზი 37:


ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას [[მახათა|მახათას მთაზე]], ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.<ref>[http://1tv.ge/ge/news/view/102776.html ეთერ კაკულია ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს]</ref>
ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას [[მახათა|მახათას მთაზე]], ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.<ref>[http://1tv.ge/ge/news/view/102776.html ეთერ კაკულია ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს]</ref>
[[ფაილი:Eto kakulia.jpg.png|მინი|339x339პქ|ეთერ კაკულიას ფოტო-კოლაჟი]]
<br />


==სქოლიო==
==სქოლიო==

14:17, 13 აპრილი 2019-ის ვერსია

ეთერ კაკულია

ეთერ კაკულია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი, 1942
წარმოშობა ქართველი
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 2015 (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა ესტრადის მომღერალი

ეთერ ირაკლის ასული კაკულია (დ. 29 ნოემბერი, 1942 — გ. 26 ივნისი, 2015, თბილისი, საქართველო)[1] — ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983).

მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.

ჰქონდა ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.[2] ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.[3] დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.[4]

2015 წლის 26 ივნისს, ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.[5] სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს.

ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.

ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.[6]

ფაილი:Eto kakulia.jpg.png
ეთერ კაკულიას ფოტო-კოლაჟი


სქოლიო