შალვა თევზაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==


შალვა თევზაძე, იგივე შანვერ აქინი დაიბადა [[აიანჯიკი]]ს ერთ-ერთ ქართულ სოფელში, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთში გადასახლებულ ქართულ ოჯახში, 1945 წელს.
შალვა თევზაძე, იგივე შანვერ აქინი დაიბადა [[აიანჯიკი]]ს ერთ-ერთ ქართულ სოფელში, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთში [[მუჰაჯირობა|გადასახლებულ]] ქართულ ოჯახში, 1945 წელს.


1965 წელს საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. [[სტოკჰოლმი]]ს უნივერსიტეტში პედაგოგიკასა და სკანდინავურ ენებს ეუფლებოდა. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი (Lärarhögskolan). მუშაობდა მასწავლებლად, კორესპონდენტად, მოღვაწეობდა პროფკავშირში.
1965 წელს საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. [[სტოკჰოლმი]]ს უნივერსიტეტში პედაგოგიკასა და სკანდინავურ ენებს ეუფლებოდა. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი (Lärarhögskolan). მუშაობდა მასწავლებლად, კორესპონდენტად, მოღვაწეობდა პროფკავშირში.

09:20, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია

შალვა თევზაძე
დაბადების თარიღი 16 მარტი, 1945(1945-03-16) (79 წლის)
დაბადების ადგილი სინოპი, თურქეთი
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  თურქეთი
 შვედეთი
ალმა-მატერი სტოკჰოლმის უნივერსიტეტი

შალვა თევზაძე, იგივე სანდრო იბერიელი, (თურქ. Şanver Akın; დ. 16 მარტი, 1945, სინოპის ვილაეთი, აიანჯიკის (Ayancık) რაიონი, სოფელ მესტანი (Mestan) — ჟურნალისტი, მწერალი, ისტორიული გამოკვლევების ავტორი.

ბიოგრაფია

შალვა თევზაძე, იგივე შანვერ აქინი დაიბადა აიანჯიკის ერთ-ერთ ქართულ სოფელში, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთში გადასახლებულ ქართულ ოჯახში, 1945 წელს.

1965 წელს საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. სტოკჰოლმის უნივერსიტეტში პედაგოგიკასა და სკანდინავურ ენებს ეუფლებოდა. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი (Lärarhögskolan). მუშაობდა მასწავლებლად, კორესპონდენტად, მოღვაწეობდა პროფკავშირში.

ქართული კულტურით დაინტერესების შემდეგ კონტაქტი დაამყარა პარიზელ ქართველებთან (1969). მას შემდეგ, რაც გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ („რესპუბლიკა“), რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა მასალას აგზავნიდა ხოლმე, წიგნის, „გურჯისტანის“ (Gürcüstan, 1968), რეკლამას წააწყდა, აჰმედ ოზქანთან მიწერ-მოწერა დაიწყო. მოგვიანებით ჰაირი ჰაირიოღლუ გაიცნო.

1973 წელს თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის მოამზადა ქართული ენის მოკლე სახელმძღვანელო. გამოსცა ჟურნალ ჩვენებურის (1977-79) პირველი ხუთი ნომერი. ჟურნალის უკანასკნელი ნომერი (ერთდროულად მოიცავდა მე-6 და მე-7 ნომრებს) სტამბოლში აჰმედ ოზქანის მიერაა გამოცემული.

შანვერ აქინი, რომელიც ქართულად შალვა თევზაძის სახელსა და გვარს იყენებდა, 1991 წელს შვედურ და ინგლისურ ენებზე გამოსცემდა ჟურნალს Nyeter från Georgien („სიახლეები საქართველოდან“) და News from Georgian Republic, მაგრამ ამ გამოცემების სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა. შანვერ აქინს საკუთრი წიგნები გამოცემული აქვს სანდრო იბერიელის ფსევდონიმით.

ნამუშევრები

წიგნები

  • „ქართველი ხალხის ისტორია” (Gürcü Halkının Tarihi, 2014)
  • „თეთრკანიანი მონებით ვაჭრობა” (Beyaz Köle Ticareti, 2015)
  • „სტალინის რეალური ცხოვრება” (Stalin’in Gerçek Yaşamı, 2017)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო