შალვა თევზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შალვა თევზაძე
დაბ. თარიღი 16 მარტი 1945(1945-03-16) (74 წლის)
დაბ. ადგილი სინოპი, თურქეთი
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა Flag of Turkey.svg თურქეთი
Flag of Sweden.svg შვედეთი
ალმა-მატერი სტოკჰოლმის უნივერსიტეტი

შალვა თევზაძე, იგივე სანდრო იბერიელი, (თურქ. Şanver Akın; დ. 16 მარტი, 1945, სინოპის ვილაეთი, აიანჯიკის რაიონი, სოფელი მესტანი — ჟურნალისტი, მწერალი, ისტორიული გამოკვლევების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა თევზაძე, იგივე შანვერ აქინი დაიბადა აიანჯიკის ერთ-ერთ ქართულ სოფელში, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთში გადასახლებულ ქართულ ოჯახში, 1945 წელს.

1965 წელს საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. სტოკჰოლმის უნივერსიტეტში პედაგოგიკასა და სკანდინავურ ენებს ეუფლებოდა. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი (შვედ. Lärarhögskolan). მუშაობდა მასწავლებლად, კორესპონდენტად, მოღვაწეობდა პროფკავშირში.

ქართული კულტურით დაინტერესების შემდეგ კონტაქტი დაამყარა პარიზელ ქართველებთან (1969). მას შემდეგ, რაც გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ („რესპუბლიკა“), რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა მასალას აგზავნიდა ხოლმე, წიგნის, „გურჯისტანის“ (თურქ. Gürcüstan, 1968), რეკლამას წააწყდა, აჰმედ ოზქანთან მიწერ-მოწერა დაიწყო. მოგვიანებით ჰაირი ჰაირიოღლუ გაიცნო.

1973 წელს თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის მოამზადა ქართული ენის მოკლე სახელმძღვანელო. გამოსცა ჟურნალ „ჩვენებურის“ (1977-1979) პირველი ხუთი ნომერი. ჟურნალის უკანასკნელი ნომერი (ერთდროულად მოიცავდა მე-6 და მე-7 ნომრებს) სტამბოლში აჰმედ ოზქანის მიერაა გამოცემული.

შანვერ აქინი, რომელიც ქართულად შალვა თევზაძის სახელსა და გვარს იყენებდა, 1991 წელს შვედურ და ინგლისურ ენებზე გამოსცემდა ჟურნალს „Nyeter från Georgien“ („სიახლეები საქართველოდან“) და „News from Georgian Republic„, მაგრამ ამ გამოცემების სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა. შანვერ აქინს საკუთრი წიგნები გამოცემული აქვს სანდრო იბერიელის ფსევდონიმით.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართველი ხალხის ისტორია” (Gürcü Halkının Tarihi, 2014)
  • „თეთრკანიანი მონებით ვაჭრობა” (Beyaz Köle Ticareti, 2015)
  • „სტალინის რეალური ცხოვრება” (Stalin’in Gerçek Yaşamı, 2017)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]