ივანე კრამსკოი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მხატვარი}}
[[ფაილი:Ivan kramskoy self portrait edited.jpg|thumb|right|ავტოპოტრეტი]]
'''ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი''' ({{lang-ru|Иван Николаевич Крамской;}} დ. [[27 მაისი]] <small>[ძვ. სტ. 8 ივნისი]</small>, [[1837]], [[ოსტროგოჟსკი]], ახლანდელი [[ვორონეჟის ოლქი]] — გ. [[ 5 აპრილი]] <small>[ძვ. სტ. 24 მარტი ]</small>, [[1887]], [[პეტერბურგი]]) — [[რუსები|რუსი]] ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.
'''ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი''' ({{lang-ru|Иван Николаевич Крамской;}} დ. [[27 მაისი]] <small>[ძვ. სტ. 8 ივნისი]</small>, [[1837]], [[ოსტროგოჟსკი]], ახლანდელი [[ვორონეჟის ოლქი]] — გ. [[ 5 აპრილი]] <small>[ძვ. სტ. 24 მარტი ]</small>, [[1887]], [[პეტერბურგი]]) — [[რუსები|რუსი]] ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.


ხაზი 24: ხაზი 24:


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category}}
{{Commons category|Ivan Kramskoi}}
*[http://www.abcgallery.com/K/kramskoy/kramskoybio.html Ivan Kramskoi's gallery and biography]
*[http://www.abcgallery.com/K/kramskoy/kramskoybio.html Ivan Kramskoi's gallery and biography]
*[http://www.museumsyndicate.com/artist.php?artist=398 Ivan Kramskoi Gallery at MuseumSyndicate]
*[http://www.museumsyndicate.com/artist.php?artist=398 Ivan Kramskoi Gallery at MuseumSyndicate]


==სქოლიო==
{{სქოლიო}}

{{ავტორიტეტული წყაროები}}
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}



21:48, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ივანე კრამსკოი
დაიბადა 27 მაისი (8 ივნისი), 1837
დაბადების ადგილი ოსტროგოჟსკი
გარდაიცვალა 24 მარტი (5 აპრილი), 1887 (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
ჟანრი პორტრეტი და საჟანრო ფერწერა

ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი (რუს. Иван Николаевич Крамской; დ. 27 მაისი [ძვ. სტ. 8 ივნისი], 1837, ოსტროგოჟსკი, ახლანდელი ვორონეჟის ოლქი — გ. 5 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი ], 1887, პეტერბურგი) — რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.

სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1857–1863). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის „პერედვიჟნიკების“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები (ლევ ტოლსტოი, 1873; ივანე შიშკინი, 1873; პავლე ტრეტიაკოვი, 1876; მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი, 1879 — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში ("მინა მოისეევი", 1882, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია: "ქრისტე უდაბნოში", 1872. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები («ნეკრასოვი ""უკანასკნელი სიმღერების" პერიოდში», 1877–1878; "უცნობი ქალი", 1883; "უნუგეშო მწუხარება", 1884 — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო