კამინგ-აუტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10: ხაზი 10:


== იდენტობის საკითხები ==
== იდენტობის საკითხები ==
ქამინგ აუთი ხასიათდება თანდათანობით პროცესად ან მოგზაურობად, რომელიც აღნიშნავს გათვითცნობიერებას და ცოდნას საკუთარი გენდერული იდენტობის ან მიზიდულობას შენივე სქესის მიმართ. პირველი ნაბიჯი მოიცავს საკუთარი სულის (თავის) ძებნას , რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც " ქამინგ აუთი საკუთარ თავთან" და ნიშნავს საწყის საკუთარი თავის მიღების. ბევრი ლგბტ ადამიანი ამბობს , რომ ეს ნაბიჯი მათთვის დაიწყო ყმაწვილობიდან ან ბავშვობიდან , როდესც მათ პირველად დაიწყეს გაცნობიერება , რომ თავისივე სქესის მიმართ ქონდათ ლტოლვა,მიზიდულობა. ქამინგ აუთი ხასიათდება პროცესად კიდევ იმიტომ რომ არის სურვილი , დაღწევა იმ გარემოდან , სადაც ლგბტ ადამიანები აჩვენებენ თავს ჰეტეროსექსუალად ან სიგენდერად.
ქამინგ აუთი ხასიათდება თანდათანობით, დროში გაწეილილ პროცესად ან მოგზაურობად, რომელიც აღნიშნავს გათვითცნობიერებას ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებს შორის სურვილების არსებობის და გენდერის იდენტობის.პირველი ნაბიჯი მოიცავს საკუთარი სულის (თავის) ძებნას , რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც " ქამინგ აუთი საკუთარ თავთან" და ნიშნავს საწყის ეტაპს საკუთარი თავის მიღების. ბევრი ლგბტ ადამიანი ამბობს , რომ ეს ნაბიჯი მათთვის დაიწყო ყმაწვილობიდან ან ბავშვობიდან , როდესც მათ პირველად დაიწყეს გაცნობიერება , რომ თავისივე სქესის მიმართ ქონდათ ლტოლვა,მიზიდულობა. ქამინგ აუთი ხასიათდება პროცესად კიდევ იმიტომ რომ არის სურვილი , დაღწევა იმ გარემოდან , სადაც ლგბტ ადამიანებს უწევთ თავის მოჩვენება, როგორც ჰეტეროსექსუალებად ან სიგენდერებად.


== ლგბტ იდენტობის განვითარება ==
== ლგბტ იდენტობის განვითარება ==

07:17, 8 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

ქამინგ-აუტი (ინგლ. coming out) — გამოსვლა, გამომჟღავნება, გამოაშკარავება — ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის კეთილსინდისიერი და ნებაყოფლობითი აღიარება. ტერმინი ქამინგ აუთი მეტწილად ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსსექსუალების მიმართ გამოიყენება, რომელთაც ღიად განაცხადეს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არიან ან მათი ფსიქიკური სქესი არ ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს. ეს ტერმინი, ინგლისური, ოდნავ მოძველებული გამონათქვამიდან „coming out of the closet“ (კარადიდან გამოსვლა, აზრობრივად, სამალავიდან ამოსვლა) — მომდინარეობს.

ტერმინის საპირისპიროა აუტინგი, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აღნიშნავს, ამ ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ.

ისტორია

1869 წელს , ასი წლის წინ სანამ სთოუნუოლის ჯანყამდე , გერმანელმა ჰომოსექსუალების უფლებადამცველმა კარლმ ჰეინრიხ ულრიხმა წარმოადგინა იდეა საკუთარი თავის ღიაობისა , რაც ნიშნავდა იგივე ემანსიპაციას. იგი მიიჩნევდა რომ ამ ჯგუფის უჩინრობა იყო მთავარი დაბრკოლება , რაც ხელს უშლიდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ხელს , ის აიძულებდა ჰომოსექსუალ ადამიანებს რომ ეღიარებინათ თავიანთი სქესის მიმართ არსებული მიზიდულობა. 1914 წელს მაგნუს ჰირშველდმა ხელახა განიხილა მისი ნამუშევარი " ჰომოსექსუალობა კაცისა და ქალებისა " იმსჯელა სოციალურ და ლეგალურ პოტენციალზე ამ საკითხის იმ შემთხვევაში თუ ასი ათასობით ჰომოსექსუალი კაცი და ქალი გაასაჯაროებდა თავიანთ ორიენტაციას , რის შედეგადაც მოახდენდა საჯარო აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას. პირველი გამოჩენილი ამერიკელი, რომელმაც გაასაჯაროვა თავისი ორიენტაციას იყო პოეტი რობერტ დუნკანი . 1944 წელს , ანარქისულ პოლიტიკურ გაზეთში მან ჰომოსექსუალები განიხილა , როგორც შევიწროებული უმცირესობა.

1960 წელს ფრენკ კემენი გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი. იგი მუშაობდა სამხედრო რუკის სპეციალისტად როგორც ასტრონომი და დაითხოვეს ჰომოსექსუალური ქცევის გამო . მან უარყო წასულიყო თავისი ნებით. ფრენკი ღიად იბრძოდა მისი გაშვების გასაბათილებლად და მისი უფლებებისთვის , შეიტანა აპელაცია ამერიკის მთავარ სასამართლოში. როგორც მთავარი ლიდერი მოძრაობის , კემენი მიიჩნევდა რომ საჭირო იყო საჯარო მოქმედებები.მისი რწმენის ქვაკუთხედს წარმოადგენდა იდეა , რომ ჩვენ უნდა ავუმაღლოთ ჰომოსექსუალ საზოგადოების წევრებს ინდივიდუალური თვითშეფასება , რომელიც მხოლოდ მიღწევადი იქნებოდა განხორციელებული კამპანიების თვითონ ჰომოსექსუალების მხრიდან. მისი მთავარი სლოგანი იყო " გეი არის კარგი" . ქამინგ აუთი გახდა მთავარი სტრატეგიული გასაღები თავისუფალი გეი მოძრაობის , რომელიც თავისი მოქმედებით ზრდიდა პოლიტიკურ მგრძნობელობას ამ საკითხებზე და უპირისპირდებოდა ჰეტეროსექსიზმს და ჰომოფობიას. 1980 წლამდე გრძლებოდა გეი და ლესბოსური სოციალური თანადგომაზე დისკუსიები ჯგუფებში , ზოგიერთ მათგანს "ქამინგ-აუთის" ჯგუფებსაც ეძახდნენ , რომლებიც უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთს ისტორიებს (გამოცდილებას) მიღწეული წარმატებებით, რომელიც ამცირებდა იზოლაციას და ზრდიდა ლგბტ ხილვადობას და სიამაყეს.

იდენტობის საკითხები

ქამინგ აუთი ხასიათდება თანდათანობით, დროში გაწეილილ პროცესად ან მოგზაურობად, რომელიც აღნიშნავს გათვითცნობიერებას ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებს შორის სურვილების არსებობის და გენდერის იდენტობის.პირველი ნაბიჯი მოიცავს საკუთარი სულის (თავის) ძებნას , რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც " ქამინგ აუთი საკუთარ თავთან" და ნიშნავს საწყის ეტაპს საკუთარი თავის მიღების. ბევრი ლგბტ ადამიანი ამბობს , რომ ეს ნაბიჯი მათთვის დაიწყო ყმაწვილობიდან ან ბავშვობიდან , როდესც მათ პირველად დაიწყეს გაცნობიერება , რომ თავისივე სქესის მიმართ ქონდათ ლტოლვა,მიზიდულობა. ქამინგ აუთი ხასიათდება პროცესად კიდევ იმიტომ რომ არის სურვილი , დაღწევა იმ გარემოდან , სადაც ლგბტ ადამიანებს უწევთ თავის მოჩვენება, როგორც ჰეტეროსექსუალებად ან სიგენდერებად.

ლგბტ იდენტობის განვითარება

ყველა ქამინგ აუთის დროს ადამიანი ცდილობს იყოს ის ვინც არის და რა სექსუალური ორიენტაციაც აქვს. შეიქმნა რამდენიმე მოდელი, რომელიც აღწერს ქამინგ აუთს როგორც პროცესს გეი და ლესბოსელი იდენტობის განვითარებისას. ყველაზე ფართოდ მისაღებია კესის იდენტობის მოდელი , რომელიც დაარსდა ვივიენი კესის მიერ. ეს მოდელი გამოყოფს ექვსი სტადიის ტრანზაციის : იდენტობით შეცბუნება, იდენტობის შედარებები, იდენტობის შემწყნარებლობა, იდენტობის მიღება , იდენტობით სიამაყე და იდენტობის სინთეზი. თუმცა ყველა ლგბტ ადამიანი არ მიყვება ამ მოდელს. მაგალითად, ზოგი ლგბტ ახალგაზრდა ისევე აცნობიერებს თავიანთ სექსუალურ სურვილებს მომწიფების ასაკში , როგორც ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდები.

რესურსები ინტერნეტში

ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.