ლახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
მომხმარებელმა Otogi გვერდი „შუბი“ გადაიტანა გვერდზე „ლახვარი“ გადამისამართებაზე
(განსხვავება არ არის)

19:16, 6 იანვარი 2015-ის ვერსია

შუბით ბრძოლა
პირველი მწკრივი შუბს ჰორიზონტალურად იჭერს, ხოლო მეორე მწკვრივი იცავს ზემოდან

შუბი ან ლახვარი — ხის გრძელ ტარზე დაგებული ლითონისწვეტიანი უძველესი საომარი იარაღი. იყენებდნენ საძგერებლად და სატყორცნად. თავდაპირველად წვერწაწვეტებულ ჯოხს ხმარობდნენ. მომდევნო ხანებში მას ქვის, ძვლის, ობსიდიანის წვერს უკეთებდნენ, შემდეგ კი — ლითონისას. გრძელტარიან შუბებს ხმარობდნენ ცხენოსნები, შედარებით მოკლეტარიანს კი — ქვეითნი. ასევე გავრცელებული იყო მოკლეტარიანი, სატყორცნი ხელშუბები.[1]

არის აგრეთვე საჩეხი და საჩხვლეტი იარაღი, რომელსაც იყენებდნენ პირისპირ ბრძოლისას ძვ. დროსა და შუა საუკუნეებში. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლებიდან გავრცელებული იყო მესოპოტამიაში, კავკასიასა და დასავლეთ ევროპაში. უძველესი ლითონის ლახვარი იყო საჩხვლეტი და საჩეხი. II ათასწლეულის ბოლო მესამედში გაჩნდა საჩხვლეტ-საჩეხი ლახვარი. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ევროპაში, ამიერკავკასიასა და შუა აღმოსავლეთში არსებობდა გრძელი რკინის ლახვარი (ზოგჯერ ბრინჯაოს ტარით). მოკლე ლახვარი — აკინაკი გავრცელებული იყო სკვითებში. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში. ევროპაში ქვეითი და ცხენოსანი ჯარი იყენებდა გრძელ საჩეხ ლახვარს. ძვ. რომაელებს ბრძოლისათვის ჰქონდათ მოკლე და ფართო ლახვარი — გლადიუსი, ცხენოსნებისათვის — გრძელი საჩეხი ლახვარი — სპატა.[2]

ძველ ქართულში შუბს უწოდებდნენ „ჰოროლს“, „ლახვარს“, შუბით აღჭურვილ ჯარისკაცს კი — შუბოსანს. შუბი ძველად ღვთაებათა ატრიბუტად იყო მიჩნეული.[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 54.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 150.