კარლ ჯონსონი (Grand Theft Auto): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Henry McClean გვერდი „კარლ "სიჯეი" ჯონსონი“ გადაიტანა გვერდზე „კარლ „სიჯეი“ ჯონსონი“
ხაზი 11: ხაზი 11:
აღმოჩნდა, რომ სიჯეის არყოფნის განმავლობაში გრუვის ბანდის გაქმე მთლად გაფუჭებულიყო. ახლა ქალაქის ტერიტორიას აფრო-ამერიკული ბანდა ბალასი და მექსიკური
აღმოჩნდა, რომ სიჯეის არყოფნის განმავლობაში გრუვის ბანდის გაქმე მთლად გაფუჭებულიყო. ახლა ქალაქის ტერიტორიას აფრო-ამერიკული ბანდა ბალასი და მექსიკური
სანტოს ვაგოსი ინაწილებდნენ. სიჯეი ცდილობდა, მოეგვარებინა ბანდის ყველა საქმე. ამ დროს მისი და კენდლი ლათინოამერიკული ბანდის, ვარრიოს ლოს აცტეკასის ლიდერს, ლეროი „ცეზარ“ ვიალპანდოს ხვდებოდა. სვიტი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან არ სურდა, რომ კენდლი მტრულ ბანდასთან დაახლოვებულიყო და დაღუპულიყო, ამიტომ სათვალთვალოდ სიჯეის გააგზავნა. მისი ეჭვები არ გამართლდა - ცეზარი აღმოჩნდა ფრიად სასიამოვნო ბიჭი, რომელიც, როგორც გრუვ სტრიტის ოჯახები, ეწინააღმდეგებოდა ნარკოტიკებს, აგრეთვე მართავდა ლოურაიდერების კონკურსებს და ქუჩის რბოლებს. მალე ცეზარი და სიჯეი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. ცეზარმა მალევე დაუმტკიცა კარლს, რომ სიჯეის მეგობრები ბიგ სმოუკი და რაიდერი ბანდას ღალატობდნენ. ამ დროს C.R.A.S.H.-ის დეპარტმენტმა გადაწყვიტა,

სიჯეი ქალაქიდან მოეშორებინა, რადგან მან საკმაოდ ბევრი იხილა და გაიგო. სვიტი ციხეში ჩასვეს, ხოლო სიჯეი გააგზავნეს ლოს-სანტოსის სოფლურ შემოგარენში.
სიჯეი ქალაქიდან მოეშორებინა, რადგან მან საკმაოდ ბევრი იხილა და გაიგო. სვიტი ციხეში ჩასვეს, ხოლო სიჯეი გააგზავნეს ლოს-სანტოსის სოფლურ შემოგარენში, ეინჯელ-პეინში. იქვე მიემგზავრებიან სახლდაკარგული ცეზარი და კენდლი.რაღაც დროით სიჯეი მუშაობს კატალინასთან, ცეზარის ბიძაშვილთან. ეს სწორედ ის კატალინაა თამაშის მესამე ნაწილიდან.

==სქოლიო==
==სქოლიო==

09:28, 9 ოქტომბერი 2014-ის ვერსია

კარლ „სიჯეი“ ჯონსონი (Carl "CJ" Johnson) — გამოგონილი პერსონაჟი, ვიდეოთამაშ Grand Theft Auto: San Andreas-ის მთავარი გმირი. ის პირველი შავკანიანი პერსონაჟია თამაშების სერიებში. თამაშის მიმდინარეობისას ის 24 წლისაა. სხვა პერსონაჟებისაგან განსხვავებით, მას ძალადობა არ იზიდავს. ის ლოს-სანტოსში გრუვ სტრიტის ოჯახების ბანდის ერთ-ერთი ლიდერია.

ბიოგრაფია

დაიბადა 1968 წელს ლოს-სანტოსში. ცხოვრობდა დედასთან, ბევერლი ჯონსონთან, უფროს ძმა შონ „სვიტ“ ჯონსონთან და უმცროს და კენდლთან. აგრეტვე ჰყავდა უმცროსი ძმა ბრაიანი.

1987 წელს ის უკვე იყო ბანდის ლიდერი, მაგრამ თავისი ძმის, 12 წლის ბრაიანის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ის იძულებულია, დატოვოს ქალაქი და მიემგზავრება ქალაქ ლიბერთი სითიში, სადაც მანქანების ქურდად იწყებს მუშაობას მაფიოზური ოჯახის უფროსის, სალვადორე ლეონეს შვილთან, ჯოისთან.

5 წლის შემდეგ მის სახლს ლოს-სანტოსში დაესხნენ გრუვ სტრიტის ოჯახების მტრები, ბანდა „ბალასის“ წევრები, იმ იმედით, რომ მოკლავდნენ სვიტს, ოჯახების ახლანდელ ლიდერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახლში სვიტი კი არა, დედამისი, ბევერლი იმყოფებოდა. სვიტი მაშინვე დაურეკა ძმას და აცნობა, რომ დედა მოკლეს. [1] ამის შემდეგ სიჯეი ლოს-სანტოსში 1992 წელს დაბრუნდა.

აღმოჩნდა, რომ სიჯეის არყოფნის განმავლობაში გრუვის ბანდის გაქმე მთლად გაფუჭებულიყო. ახლა ქალაქის ტერიტორიას აფრო-ამერიკული ბანდა ბალასი და მექსიკური სანტოს ვაგოსი ინაწილებდნენ. სიჯეი ცდილობდა, მოეგვარებინა ბანდის ყველა საქმე. ამ დროს მისი და კენდლი ლათინოამერიკული ბანდის, ვარრიოს ლოს აცტეკასის ლიდერს, ლეროი „ცეზარ“ ვიალპანდოს ხვდებოდა. სვიტი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან არ სურდა, რომ კენდლი მტრულ ბანდასთან დაახლოვებულიყო და დაღუპულიყო, ამიტომ სათვალთვალოდ სიჯეის გააგზავნა. მისი ეჭვები არ გამართლდა - ცეზარი აღმოჩნდა ფრიად სასიამოვნო ბიჭი, რომელიც, როგორც გრუვ სტრიტის ოჯახები, ეწინააღმდეგებოდა ნარკოტიკებს, აგრეთვე მართავდა ლოურაიდერების კონკურსებს და ქუჩის რბოლებს. მალე ცეზარი და სიჯეი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. ცეზარმა მალევე დაუმტკიცა კარლს, რომ სიჯეის მეგობრები ბიგ სმოუკი და რაიდერი ბანდას ღალატობდნენ. ამ დროს C.R.A.S.H.-ის დეპარტმენტმა გადაწყვიტა, სიჯეი ქალაქიდან მოეშორებინა, რადგან მან საკმაოდ ბევრი იხილა და გაიგო. სვიტი ციხეში ჩასვეს, ხოლო სიჯეი გააგზავნეს ლოს-სანტოსის სოფლურ შემოგარენში, ეინჯელ-პეინში. იქვე მიემგზავრებიან სახლდაკარგული ცეზარი და კენდლი.რაღაც დროით სიჯეი მუშაობს კატალინასთან, ცეზარის ბიძაშვილთან. ეს სწორედ ის კატალინაა თამაშის მესამე ნაწილიდან.

სქოლიო

  1. McLaughlin, Rus; Thomas, Lucas M.. IGN Presents The History of Grand Theft Auto. IGN (May 6, 2013). ციტირების თარიღი: June 8, 2013.