აშშ-ის უზენაესი სასამართლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:Seal of the United States Supreme Court.svg|მინიატიურა|აშშ-ის უზენაესი სასამართ...
(განსხვავება არ არის)

16:46, 6 მაისი 2014-ის ვერსია

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გერბი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოაშშ-ის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. სასამართლოს შემადგენლობაში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავჯდომარეა. მოსამართლეებს სამუდამო ვადით ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით.

უზენაესი სასამართლო დაარსდა 1789 წელს. თავისი პირველი გადაწყვეტილება 1792 წელს გამოიტანა. 1835 წლამდე უზენაესის სასამართლოს წევრები იყვნენ მამაკაცი-პროტესტანტები. 1835 წელს ენდრიუ ჯექსონმა მოსამართლედ დანიშნა კათოლიკე როჯერ ტოუნი. 1916 წელს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა მოსამართლედ დანიშნა ებრაელი ლუის ბრანდესისი. 1967 წელს ტარგუდ მარშალი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის. 1981 წელს რონალდ რეიგანმა მოსამართლედ დანიშნა პირველი ქალი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში - სანდრა დეი ო’კონორი. 2009 წლის აგვისტოში უზენაესი სასამართლოს წევრად პირველად აირჩიეს ლათინოამერიკული წარმოშობის სონია სოტომაიორი.

რესურსები ინტერნეტში