ვიკიპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
incorrect interwiki
ხაზი 70: ხაზი 70:
{{Link GA|eo}}
{{Link GA|eo}}
{{Link GA|es}}
{{Link GA|es}}

[[nv:Íiyisíí Naaltsoos]]

19:20, 21 ივნისი 2013-ის ვერსია

ვიკიპედია
ვიკიპედიის თავფურცელი
საიტი www.wikipedia.org
საიტის ტიპი ენციკლოპედია
რეგისტრაცია არა სავალდებულო
ხელმისაწვდომი ენა მრავალენოვანი
მფლობელი ფონდი ვიკიმედია
შემქნელი ჯიმი უელსი
შემოსავალი არაკომერციული

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედია. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია.

პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 76 ათასზე მეტი სტატიაა.

ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს ოთხ მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: გერმანული, ფრანგული, რუსული და ესპანური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პოლონური, იტალიური, იაპონური, ჰოლანდიური და პორტუგალიური ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 285 ენაზე მუშავდება.

პროექტის მონაწილენი

პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ ჯიმი უეილსი (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და ლარი სენგერი (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.

ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.

თავისებურებები

ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა ექსპონენტურად იზრდება მის რამდენიმე მთავარენოვან გამოცემაში.

ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.

ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესიონალს!) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.

წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია განხილვა.

წესები

ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

  • დაუშვებელია იმ ტექსტების და გრაფიკული მასალების პუბლიკაცია, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით.
  • სტატიის წერისა და რედაქტირების დროს აუცილებელია მიუკერძოებულობა, ნეიტრალური თვალსაზრისის შენარჩუნება. ამ პრინციპის თანახმად, სტატიის საგანზე არსებული ყველა სადავო შეხედულება ამავე სტატიაში უნდა აისახოს.

დობილი პროექტები

ფონდი ვიკიმედია, ვიკიპედიის ორგანიზატორი და მფლობელი კომპანია ასევე ახორციელებს ინტერნეტში პუბლიკაციის სხვა თავისუფალ პროექტებს:

  • Wikisource — თავისუფალი ბიბლიოთეკა,
  • Wikibooks — უფასო სახელმძღვანელოები,
  • Wiktionary — ლექსიკონი,
  • Wikiquote — ციტატების კრებული,
  • Wikiversity — საერთაშორისო უნივერსიტეტი, დისტანციური სწავლებით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA