ლა-კაბანია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.6.5) (ბოტის დამატება: ca:Castell de San Carlos de la Cabaña
ხაზი 33: ხაზი 33:


[[bg:Ла Кабаня]]
[[bg:Ла Кабаня]]
[[ca:Castell de San Carlos de la Cabaña]]
[[de:La Cabaña]]
[[de:La Cabaña]]
[[en:La Cabaña]]
[[en:La Cabaña]]
[[es:Fortaleza de San Carlos de La Cabaña]]
[[eo:Fortikaĵo Sankta Karlo de la Kabano]]
[[eo:Fortikaĵo Sankta Karlo de la Kabano]]
[[es:Fortaleza de San Carlos de La Cabaña]]
[[fi:La Cabaña]]
[[fr:Forteresse de la Cabaña]]
[[fr:Forteresse de la Cabaña]]
[[he:לה קבניה]]
[[he:לה קבניה]]
[[ru:Ла-Кабанья]]
[[ru:Ла-Кабанья]]
[[fi:La Cabaña]]
[[tr:La Cabaña]]
[[tr:La Cabaña]]

21:29, 5 მარტი 2013-ის ვერსია

ციხესიმაგრის კედლები

ფორტალესა-დე-სან-კარლოს-დე-ლა-კაბანია (ესპ. Fortaleza de San Carlos de la Cabaña), ასევე ცნობილი როგორც ლა-კაბანიაXVIII საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრის კომპლექსი მთელს ლათინურ ამერიკაში. მდებარეობს კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ნავსაგდურის აღმოსავლეთ ნხარეს, ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლის ბორცვზე, ელ-მოროს ციხესიმაგრის გასწვრივ.

ლა-კაბანიის მშენებლობა 1763 წელს ესპანეთის მეფე კარლოს III-მ დაიწყო, კუბაში კოლონიური ძალაუფლების გასაკონტროლოებლად, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ძალებმა ჰავანის აღება მოახერხეს. გააანალიზეს რა, რომ ქალაქი არ იყო სათანადოდ დაცული და ეშინოდათ შვიდწლიანი ომისას ბრიტანეთის კოლონიური დაპყრობების გაგრძელების, ჰავანის დაცვის გაძლიერების მიზნით ესპანელებმა ახალი ციხესიმაგრეების მშენებლობა დაიწყეს. XVI საუკუნის საფორტიფიკაციო ნაგებობები ელ-მოროს ციხესიმაგრით ჩაანაცვლეს, ლა-კაბანია კი იმ დროისთვის ახალი სამყაროს მეორე უმსხვილესი კოლონიური სამხედრო ნაგებობა იყო. მისი მშენებლობა 1774 წელს დასრულდა, რაშიც ესპანეთმა საკმაოდ დიდი ხარჯი გაიღო.

მომდევნო ორასი წლის მანძილზე, ციხესიმაგრე როგორც სამხედრო, ისე საპყრობილის ფუნქციებსაც ასრულებდა, როგორც ესპანეთის, ისე დამოუკიდებელი კუბის ჟამს. სამხედრო ციხედ ის ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დროს გამოიყენებოდა. 1959 წელს, აჯანყებულებმა ჩე გევარას მეთაურობით, ლა-კაბანია აიღეს. ისინი მას რამდენიმე თვის განმავლობაში, კუბის რევოლუციის მიმდინარეობისას, იყენებდნენ როგორც შტაბს და სამხედრო საპყრობილეს. ამ დროის განვალობაში, გევარა ხელმძღვანელობდა რევოლუციურ ტრიბუნალსა და კრიმინალში ეჭვმიტანილების, პოლიტიკური პატიმრების, მოღალატეების, ინფორმატორებისა (chivatos) და ბატისტას საიდუმლო პოლიციის წევრების სიკვდილით დასჯას.[1][2] ელ-მოროს ციხესიმაგრესთან ერთად კომპლექსი ამჟამად ისტორიული პარკის ნაწილია და საზოგადოებისთვის ღიაა; ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველ საღამოს 9 საათზე, ისვრიან ზარბაზნიდან, რასაც "El Cañonazo de las 9"-ს უწოდებენ. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ კოლონიური ხანიდან მომდინარეობს, როდესაც ასეთი ფორმით ქალაქის კედლების ჭიშკრების დახურვას იუწყებოდნენ.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Anderson, Jon Lee. Che Guevara: A Revolutionary Life, New York: 1997, Grove Press, pp. 372-425.
  2. | "216 documented victims of Che Guevara in Cuba: 1957 to 1959" | 24.8 KiB, from Armando M. Lago, Ph.D.'s Cuba: The Human Cost of Social Revolution.