Nescafé: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მთელს მსოფლიოში → მთელ მსოფლიოში using AWB
r2.6.5) (ბოტის დამატება: fa:نسکافه
ხაზი 88: ხაზი 88:
[[en:Nescafé]]
[[en:Nescafé]]
[[es:Nescafé]]
[[es:Nescafé]]
[[fa:نسکافه]]
[[fi:Nescafé]]
[[fi:Nescafé]]
[[fr:Nescafé]]
[[fr:Nescafé]]

15:29, 5 მარტი 2013-ის ვერსია

Nescafé
ნესკაფე
დაფუძნდა 1938
სათავო ოფისი შვეიცარიის დროშა შვეიცარია
პროდუქცია ხსნადი ყავა

Nescafé (ქართ. ნესკაფე)— ხსნადი ყავის ბრენდი კომპანია Nestlé–სგან. ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი ფორმით. სახელწოდება წარმოადგენს სიტყვა Nestlé–სა და café–ს სიტყვათშეთანხმებას.[1] ნესტლეს მედროშე დაფქვილი ყავა შემუშავებულ იქნა შვეიცარიაში, 1938 წლის 1 აპრილს,[1] მაქს მორგენტალერისა და ვერონ ჩაპმენის 7–8 წლიანი მუშაობის შემდეგ.[1][2] years by Max Morgenthaler and Vernon Chapman.[1]

1930 წელს, ბრაზილიამ კომპანია ნესტლეს მიმართა თხოვნით, რომ მოეძებნა ყავის მარცვლების შენახვისა ინდუსტრიულად დამუშავების გზა. მრავალი წლის ნამძილზე, ბრაზილიას მწვანე ყავის გადამუშავების პრობლემა აწუხედბა. სათანადო ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო, ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ყავა იკარგებოდა მარცვლის გამოშრობისა და გადამუშავების შემდეგ.

მაქს მორგენტალერი და მისი კოლეგა ვერონ ჩაპმენი შვიდ წელზე მეტი მუშაობდნენ, რათა შეექმნათ ე. წ. „ყავის კუბები“, რომელიც შეინარჩუნებდა ყავის მარცვლის ყველა თვისებას, ამავე დროს დიდხანს შეინახებოდა და წყლის დასხმის შემდეგ, დასალევად ვარგისი გახდებოდა.

1938 წლის 1 აპრილს, ნესკაფე პირველად დამზადდა ტექნოლოგიურ პირობებში. წარმოება დაიწყო შევიცარიის ქალაქ ორბში, რომელიც ვევეში მდებარე ნესტლეს სათავო ოფისიდან 50 კმ–ში მდებარეობდა. სულ მალე, ნესკაფემ მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ–შ მდებარე ყველა საწარმო, რომელიც წელიწადში 1 მილიონ ერთეულ შეფუთვას ამზადებდა, მთლიანად მხოლოდ არმიის მომარაგებაზე გადაერთო. ბევრ ენაში, სიტყვა „Nescafé“ ზოგადად ხსნადი ყავის აღმნიშვნელი გახდა (სერბ. нес-кафа, არაბ. نسكافيه და ა. შ.)

პროდუქტები

ნესტლეს მტკიცებით, ყოველ წამში, მსოფლიოში 3 000 ფინჯანი ნესკაფე ისმება.[3]

ნესკაფეს პროდუქტებს შორისაა:[4]

  • Nescafé Original bando
  • Nescafé Classic
  • Nescafé Clasico
  • Nescafé Gold Blend, (in Sweden called 'Lyx' as in 'Luxury')
  • Nescafé Gold Blend Decaf, (in Sweden called 'Lyx' as in 'Luxury')
  • Nescafé Gold Blend Half Caff
  • Nescafé Black Gold
  • Nescafé Spécial Filtre (in France)
  • Nescafe Blend 43
  • Nescafé Blend 37
  • Nescafé Decaff
  • Nescafé Half Caff
  • Nescafé Fine Blend
  • Nescafé Partners Blend (Fairtrade)
  • Café Parisien (The Paris experience)
  • Nescafé Suraya
  • Nescafé Alta Rica
  • Nescafé Alta Rica Decaff
  • Nescafé Allen
  • Nescafé Cap Colombie
  • Nescafé Espresso
  • Nescafé Red Cup (available in several European countries)
  • Nescafé Green Blend (with more antioxidants, available in Sweden)
  • Nescafé Azera (barista style instant coffee)
  • Nescafé Café de Olla [5]

ნესკაფეს აქვს სპეციალური ხაზი, რომელიც მოიცავს:

  • Nescafé Cappuccino
  • Nescafé Cappuccino Unsweetened
  • Nescafé Cappuccino Skinny
  • Nescafé Cappuccino Decaffeinated
  • Nescafé Decaffeinated
  • Nescafé Latte Macchiato
  • Nescafé Latte
  • Nescafé Latte Skinny
  • Nescafé Ice Java Coffee Syrup
  • Nescafé Excella

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Coffee History (Nescafé History section). Nescafé. ციტირების თარიღი: 31 July 2011.
  2. Coffee Origins (The Origins of Nescafé section). Nescafé. ციტირების თარიღი: 31 July 2011.
  3. Nestlé brand History – Nescafé. Nestlé.
  4. Nestlé UK – Coffee. Nestle.co.uk (1938-04-01). Retrieved on 2011-04-17.
  5. Nescafe Latino. Nescafe Latino. ციტირების თარიღი: 9/28/2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nescafé&oldid=2349623“-დან