აჰმედ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: ca:Ahmad Paixà Bursali
r2.7.2) (ბოტის დამატება: ru:Ахмет-Паша
ხაზი 13: ხაზი 13:


[[ca:Ahmad Paixà Bursali]]
[[ca:Ahmad Paixà Bursali]]
[[ru:Ахмет-Паша]]
[[tr:Ahmed Paşa (şair)]]
[[tr:Ahmed Paşa (şair)]]

18:05, 3 მარტი 2013-ის ვერსია

აჰმედ-ფაშა (Ahmed Paşa) (დ. 1426, ქ. ედირნე — გ. 1497, ბურსა), თურქი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია

დაიბადა ფეოდალის ოჯახში. თავისი დროისათვის კარგი განათლება მიიღო. ერთხანს ბურსის მედრესეში ასწავლიდა. სულთანმა ჯერ ვეზირობა უბოძა, შემდეგ რაღაც მიზეზით შემოსწყრა და საპყრობილეში ჩააგდო. სწორედ იქ დაწერა აჰმედ-ფაშამ თავისი ცნობილი „მოწყალების კასიდა“, რისთვისაც იგი სულთანმა შეიწყალა. სახელი გაითქვა თავისი ღაზალებითა და კასიდებით (კასიდა „ოდა მზეს“). განიცადა სპარსელი პოეტებისა და ალიშერ ნავოის გავლენა. მიუხედავად ამისა, მის ნაწარმოებებში თვალსაჩინოა ეროვნული სულისკვეთება და პოეტური ინდივიდუალობა. აჰმედ-ფაშას შემოქმედებით დაიწყო თურქული ლექსის ე. წ. კლასიკური პერიოდი. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობის პოეტებზე.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 113, თბ., 1977