აჰმედ-ფაშა
იერსახე
აჰმედ-ფაშა (თურქ. Ahmed Paşa; დ. 1426, ედირნე — გ. 1497, ბურსა) — თურქი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ფეოდალის ოჯახში. თავისი დროისთვის კარგი განათლება მიიღო. ერთხანს ბურსის მედრესეში ასწავლიდა. სულთანმა ჯერ ვეზირობა უბოძა, შემდეგ რაღაც მიზეზით შემოსწყრა და საპყრობილეში ჩააგდო. სწორედ იქ დაწერა აჰმედ-ფაშამ თავისი ცნობილი „მოწყალების კასიდა“, რისთვისაც იგი სულთანმა შეიწყალა. სახელი გაითქვა თავისი ღაზალებითა და კასიდებით (კასიდა „ოდა მზეს“). განიცადა სპარსელი პოეტებისა და ალიშერ ნავოის გავლენა. მიუხედავად ამისა, მის ნაწარმოებებში თვალსაჩინოა ეროვნული სულისკვეთება და პოეტური ინდივიდუალობა. აჰმედ-ფაშას შემოქმედებით დაიწყო თურქული ლექსის ე. წ. კლასიკური პერიოდი. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობის პოეტებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 113.